Subscribe

×

ENG | GEO

"Alubali Podcast" #002 - Greenbeam & Leon

2014-05-21

ჩვენი პოდკასტის შემდეგი სტუმარია ქართული ტექნო პროექტი Greenbeam & Leon. აჩი თაბუკაშვილის და ლევან ლოლიშვილის საერთო მუსიკალური საქმოანობა 2002 წლიდან იწყება, სწორედ ამ პერიოდიდან დაიწყეს მათ ელექტრონული მუსიკის კეთება. რამდენიმე წლის შემდეგ მათი ტრეკები უკვე სხვადასხვა ლეიბლებზე გამოდიოდა და ისინი იკვრებოდა Richie Hawtin, PanPot, Dubfire, Adam Beyer და სხვების სეტებში. 2012 წლიდან Greenbeam & Leon-ის ნამუშევრები გამოდის წარმატებულ გერმანული ლეიბლზე, Mo's Ferry. წარმატებული პროდუსერული საქმიანობის პარალელურად Greenbeam & Leon-ს ასევე აქვს წარმატებული კარიერა დიჯეინგშიც, ისინი პერიოდულად უკრავენ როგორც საქართველოში ასევე სხვადასხვა ქვეყნების კლუბებში. პოდკასტის სეტში თქვენ მოუსმენთ ბევრ ახალ და დაურილიზებელ ტრეკებს, რომლებიც აუცილებლად დაგაინტერესებთ.





უახლესი პოდკასტები:
Tweet