Subscribe

×

ENG | GEO

ინტერვიუ / Podcast #006 - Newa

2014-11-24

Newa ქართველი მუსიკოსის, ანა კუბლაშვილის მუსიკალური პროექტია. 2011 წლის შემდეგ მან რამდენიმე რილიზი გამოუშვა ლეიბლებზე  ABTC Recordings, Sub.spiele, Blackbird. 2013 წელს, ინოვაციური პოპკულტურის დაჯილდოვების ცერემონიალზე, "ელექტრონავტებზე", მისი EP, სახელწოდებით AC გახდა გამარჯვებული ნომინაციაში წლის საუკეთესო ალბომი/EP. ამჟამად მუსიკოსი რამდენიმე საინტერესო პროექტზე მუშაობს და ლაივ პერფორმანსთვისაც ემზადება. Newa-ს შემოქმედებით საქმიანობას შეგიძლიათ თვალი ადევნოთ მის Facebook-სა და Soundcloud-ზე. 


მუსიკის აქტიურად კეთება 2011 წლიდან დაიწყე, რა ხდებოდა მანამდე შენს ცხოვრებაში? მოგვიყევი შენს მუსიკალურ გავლენებზე.

2011 წელს ვცხოვრობდი ტაშკენტში. მინდა ვთქვა, რომ იმ პერიოდში უფრო მეტად გარემომ მოახდინა ზეგავლენა ვიდრე მუსიკამ.  იმის მიუხედავად , რომ  იქ თავისუფლების დონე ბევრად დაბალია ვიდრე ჩვენთან, უზბეკეთი ძალიან საინტერესო ქვეყანაა.  აზიური კულტურა და ის ადამიანები, რომლებიც გარშემო შემოვიკრიბე, იმ არათავისუფალ სივრცეში სრულიად ალტერნატიული რეალობას წარმოადგენდნენ ჩემთვის.. ეს ადამინები ძირითადად ხელოვნების სფეროს წარმომადგენლები იყვნენ: მსახიობები, ფოტოგრაფები, მუსიკოსები.. .  იმ პერიოდში ასევე ძალიან აქტიურად ვუსმენდი Synkro-ს, რომელიც დღემდე ჩემთვის ერთ-ერთი საყვარელი არტისტია.

 

 საკუთარი პროდუქციის შექმნის დაწყებიდან ძალიან მალე, 2012 წელს, Tbilisi Newcomer-ზე დაუკარი ლაივი. თუმცა ამის შემდეგ ლაივს აქტიურად აღარ უკრავ, რატომ?

Tbilisi Newcomer-ზე გამოვედი ექსპერიმენტალური მუსიკით, რომლითაც მანამდე ვიყავი დაკავებული .  მოგვიანებით კი გადავედი ტექნოს დაკვრაზე და მის შექმნაზე.ასევე გეტყვით, რომ ვგეგმავ ლაივის გაკეთებას და ამისთვის ვემზადები კიდეც, თუმცა ჯერჯერობით არ ვიცი კონკრეტულად როდის მოხერხდება.

 

 საწყის პერიოდში  რილიზები, რომელიც ABTC Recordings და sub.spiele-ზე გამოუშვი, უფრო მეტად ექსპერიმენტალურ მუსიკაზე ფოკუსირდებოდა. მოგვიანებით კი შენი მუსიკა უფრო მეტად ტექნოზე ორიენტირებული გახდა, რას გვეტყვი ჟღერადობის ასეთ შეცვლაზე?

ჟღერადობის შეცვლა ძალიან ბუნებრივად მოხდა ჩემთვის, დამაინტერესა ამ სტილმა და შევეცადე ჩემ თავში მეპოვნა მისი კეთების შესაძლებლობა. თუმცა ეს გადასვლა არ ნიშნავს იმას, რომ მე ექსპერიმენტალი დავივიწყე, ნებისმიერ მომენტში შეიძლება ისევ მომინდეს მისი კეთება. ზოგადად, არ ვიზღუდავ თავს რამე კონკრეტულ სტილში. მუსიკის კეთების დროს შეიძლება უამრავი იდეა მოგივიდეს და მე მგონია, რომ უბრალოდ უნდა მიჰყვე გრძნობებს.

 საკმაოდ წარმატებული AC EP-ის შემდეგ არ გქონია რილიზი, ფაქტიურად 2014 წელს მთლიანად დიჯეინგზე გადაერთე, რა ხდება ამჟამად მნიშვნელოვანი შენს მუსიკალურ ცხოვრებაში? რა გეგმები გაქვს?

ამჟამად ვმუშაობ ერთ რელიზზე, რომლისთვისაც სახლი (ლეიბლი) ჯერ არ მიპოვია და მინდა რომ კარგად დავაბინავო.

 რას გვეტყვი "Alubali Podcast"-ისთვის გაკეთებულ სეტზე?

პირადად მე, ტექნო ზოგადად ძალიან ღრმა  მუსიკად მიმაჩნია ძალიან ადვილად შეიძლება მასში ჩაძირვა და ამავდროულად საკუთარი თავის აღმოჩენა ან დაკარგვა.  






უახლესი პოდკასტები:
Tweet