Subscribe

×

ENG | GEO

ინტერვიუ: Jon Hopkins

2014-12-13

Jon Hopkins-ის შარშანდელი ალბომი Immunity წლის ერთ-ერთ საუკეთესო ალბომად იქნა აღიარებული. ეს ლოგიკური შეფასებაა Jon Hopkins-ის მიერ ბოლო წლებში გაწეული შრომის, რადგან ამ მუსიკოსის გამორჩეულ მუსიკალურ ხედვაზე უკვე დიდი ხანია ალაპარაკნდენ მუსკალურ სამყაროში. ჯერ კიდევ 17 წლის ასაკში იგი წარმატებული მუსიკალური პროექტის, Imogen Heap-ის წევრი იყო. Jon Hopkins-ის ინდივიდუალური მუსიკალური ინტერესები პირველად მის 2001 წლის ალბომში,Opalescent-ში გაჟღერდა.  2004 წელს, Imogen Heap-ის გიტარისტმა Leo Abrahams-მა, Jon Hopkin ლეგენდარულ მუსიკოსს Brian Eno-ს გააცნო, Eno-მ კი იგი თავისთან სამუშაოდ მიიწვია. ეს კოლაბორაცია პირველად შედგა Brian Eno-ს ალბომისთვის „Another Day On Earth”, თუმცა Jon Hopkins პარალერულად მუშაობდა სხვა პროექტებზე ცნობილ კომპოზიტორ David Holmes-თან. 2007 წლის დასაწყსში Eno-ს ინიციატივით Jon Hopkins ჩაერთო Coldplay-ს ალბომის “Viva La Vida Or Death And All His Friends”-ის სტუდიურ სამუშაოებში. ალბომის ერთ-ერთი პოპლარული სიმღერის, Violet Hill-ის 40 წამიანი შესაავლ სწორედ  Hopkins-ის იმპროვიზაციის შედეგია, ხოლო Coldplay-ს კიდევ ერთი პოპულარული კომპოზიციის, “Life In Technicolor”-ის ერთ-ერთი მუსიკალური თემა ადაპტირებულია სწორედ ჰოპკინსის ორიგინალი ტრეკისგან ("Light Through the Veins") . ეს კოლაბორაცია ძალიან წარმატებული აღმოჩნდა  ჰოპკინსისთვის, რადგან Coldplay-ის ალბომმა გრემის მთავარი ჯილდო აიღო და ბრიტანული გაყიდვების სათავეში მოექცა. ამის შემდეგ Coldplay ხშირად იყენებდა ჰოპკინსს თავის ტურნეებსა და პროექტებში, თუმცა მუსიკოსი პარალელურად იწყებს მუშაობას სოლო ალბომზე, რომელიც Domino Records-ზე გამოვიდა 2009 წელს. „Insider” საკმაოდ წარმატებული ალბომი აღმოჩნდა და ჰოპკინსის საერთო ყურადღების ცენტრში მოექცა და მისი მუსიკა ყველგან ისმოდა, Fashion Show-ებსა თუ სატელევიზიო სერიალებში. Leo Abrahams და Brain Eno-სთან ერთად ჰოპკინსი მუშაობდა საუნდტრეკებზე პიტერ ჯეკსონის ფილმისთვის The Lovely Bones, ასევე ბრიტანული ფილმისთვის “Monster” და ასე შემდეგ. პარალელურად არტისტი ახერხებდა თავისი ლაივ შოუებით მიექცია მსმენელის ყურადღება  Coldplay-ს ტურნის ფარგლებში მას მოუწია დაკვრა Madison Square Garden და ლონდონის O2 Arena-ში, Brian Eno-სთან ერთად სიდნეის ოპერის თეატრში, ასევე ლაივ აქტებში ის დაყვებოდა Four Tet-ს, Royskopp-ს, The XX-ს. ამის პარალელურად Jon Hopkin იწყებს სხვადასხვა მუსიკოსებისთვის რემიქსების გაკეთებას, BBC Radio 1-ის პროდუსერების მიერ ის არჩეული იქნა David Lynch-ის ელექტრონული ტრეკის  „I Know“-ს რემიქსერად, ასევე მან საკუთარი ინტერპრეტაციით გაარემიქსა ტრეკები Nosaj Thing, Four Tet, Agoria, Moderat და სხვებისთვის. 2013 წლის მარტში კი ვიხილეთ ჰოპკინსის ერთ-ერთი ყველაზე დახვეწილი სტუდიური ალბომი, “Immunity”, რომელიც წლის ალბომიs ნომინაციაში იყო წარდგენილი პრესტიჟულ  დაჯილდოვებაზე Mercury Prize. დღესდღეისობით Jon Hopkins თავის მორიგ ალბომზე მუშაობს, რომლის გამოსვლას 2015 წლისთვის უნდა ველოდოთ.


შენი უკანასკნელი ალბომის (Immunity) შესახებ ალბათ ისედაც ხშირად გეკითებიან, მაგრამ იქნებ კიდევ ერთხელ მოგვიყვე Immunity-ის კონცეფციაზე?

ეს პროცესი არ ყოფილა ერთმნიშვნელოვანი და ცალმხრივი. როდესაც სტუდიაში მუშაობა დავიწყე, თანდათან ვამჩნევდი, რომ მუშაობის პროცესში გამოიკვეთა გარკვეული ფორმა და ჟღერადობა. საწყის ეტაპზე თითოეული კომპოზიციები უფრო მეტად აგრესიული და სწრაფი ტემპის მქონე იყო, თუმცა საბოლოო ვერსიაში ბევრი რამ შეიცვალა და თანდათანობით უფრო ნელი და ნაკლებ აგრესიული ფორმები მიიღო. მსგავსი კონტრასტი ჩემთვის ძალიან საინტერესო აღმოჩნდა და გადავწყვიტე ეს სტილი შემენარჩუნებინა მთლიანად ალბომში. 


მუსიკა, რომელსაც შენ აკეთებ საკმაოდ დინამიური და მრავალფეროვანია. შესაბამისად რთული სათქმელია სად შეიძლება იწყებოდეს ესა თუ ის მუსიკალური იდეა. საიდან და როგორ იწყება ახალი ტრეკის შექმნა?

თავიდან მნიშვნელოვანია ჟღერადობის შერჩევა. წლების მანძილზე დაგროვილი გამოცდილებით ვისწავლე, რომ როდესაც ვცდილობ წინასწარ დავგეგმო ან წარმოდგენა შევიქმნა იმის შესახებ, თუ რისი გაკეთება გინდა სტუდიაში, როდესაც უშუალოდ მუსიკის კეთებას ვიწყებ, შედეგი საკმაოდ არაბუნებრივია. ნამდვილი და ნატურალური იდეები მხოლოდ დაკვრის და იმპროვიზაციის პროცესში მომდის. ამიტომ, როდესაც სტუდიაში ვარ, ვცდილობ ვიპოვო ის ჟღერადობა, რომელიც შთამაგონებს. შემდეგ კი საკუთარ ინსტიქტებს მივყვები და იმპროვიზაციის გზით ვქმნი მუსიკას.



შენ ქმნიდი მუსიკას სხვადასხვა ფილმებისთვის, მაგალითად „Monster”, “Lovely Bones”.. როგორია ფილმების თუ სერიალების საუნდტრეკებზე მუშაობის პროცესი და მომავალშიც თუ გეგმავ ამ ტიპის მუსიკის შექმნას?

ფილმებისთვის მუსიკის წერა ბევრად მარტივია, რადგან რეჟისორს აქვს ზუსტი წარმოდგენა იმაზე, თუ რა ითხოვს შენგან. შესაბამისად, როდესაც ვიცი თუ რა სპეციფიკური ემოცია უნდა ჩავდო მუსიკაში, მუშაობაც მიადვილდება. ხოლო საკუთარი მუსიკის კეთება ცარიელ ტილოს ჰგავს, რომელზეც შეგიძლია დახატო ის რაც გინდა. ამიტომ ამ ტიპის სამუშაო ჩემთვის ადვილია. გარდა Monster და Lovely Bones, რამდენიმე თვის წინ გავაკეთე მუსიკა ფილმისთვის “How I Live Now”, რომლის საუნდტრეკ ალბომიც გამოვიდა. ახლა კი ვცდილობ ცოტა ხნით დავისვენო ამ საქმისგან.


 შენ გიმუშავია Coldplay, Brian Eno, David Holmes-თან.. როგორია მათთან მუშაობის პროცესი?

თითოეულ მათგანთან მუშაობას განსხვავებული სპეციფიკა ჰქონდა. David Holmes ჩემი მეგობარია და პიროვნული თვისებებიდან გამომდინარე მასთან მუშაობა საკმაოდ ადვილია. Coldplay-თან მუშაობა ბევრად დიდი და განსხვავებული გამოცდილებაა. მათთან ერთად ძალიან ბევრის ადამიანი მუშაობს, ეს სხვადასხა ინჟინერების მიერ აშენებულ დიდ შენობას ჰგავს, რომლის ნაწილი მეც ვიყავი. Brian Eno-სთან მუშაობა კი მუდმივი იმპროვიზაციის პროცესია, ნებისმიერ დროს შეგიძლია მიხვიდე სტუდიაში და დაუკრათ მასთან ერთად ის რაც გინდა.






ვისთან იმუშავებდი ასეთივე სიამოვნებით?

ერთ-ერთი პირველი ვისთანაც მუშაობა მინდა ესაა Sigur Ros-ის წევრი Jonsi.


გადავიდეთ შენს ლაივ შოუებზე. როგორია ლაივის დაკვრის შენი სტრატეგია, თავიდანვე ცდილობ ენერგიული მუსიკით დაიწყო დაკვრა, თუ ამჯობინებ გაითვალისწინო მსმენელის პოზიცია?

თავიდან ვიღებ ძირითად ტრკებს ალბომებიდან და მის დეკონსტრუირებას ვიწყებ, შემდეგ კი თავიდან ვუკეთებ კონსტრუირებას და ვამზადებ ლაივისთვის. ეს საშუალებას მაძლევს მივყვე საკუთარ ინსტიქტებს და თან რეაგირება მოვახდინო მსმენელის რეაქციაზე. მუდმივად ვცდილობდი ჩემი ლაივების დახვეწას და განვითარებას, რათა ის ფორმა მიეღო რაც ახლა აქვს.





როგორ ფიქრობს, შეიძლება დაუბრუნდე ისევ ამბინეთ სტილს და ამ მიმართულების ალბომი ჩაწერო?

ყველა ტიპის მუსიკა, რომელსაც ვაკეთებ, თითქმის ერთნაირ ემოციას და განცდებს იწვევს ჩემში. მართალია Techno-ზე ორიენტირებული მუსიკა უფრო სწრაფი და აგრესიულია, მაგრამ ამბიენტის სპეციფიკა მუდმივად გათვალისწინებულია მასში. ამავდროულად, როდესაც ამბინეტს ვქმნი, მელოდიის წერისას რიტმულობაც თავისთავად მოდის. მთლიანობაში, სტუდიაში მხოლოდ ჩემს ინსტიქტებს მივყვები.


რა გეგმები გაქვს სამომავლოდ? რას უნდა ველოდეთ Jon Hopkins-სგან უახლეს მომავალში..

მთელი წლის მანძილზე ძალიან ბევრი ლაივ შოუები მაქვს დაგეგმილი. ასევე დაგეგმილი მაქვს რამდენიმე რილიზი, რომლის შესახებაც მსმენელი მალე შეიტყობს, ამიტომ დეტალურად ამაზე ჯერ არ ვსაუბრობ.


 რას გვეტყი არტისტებზე რომლებსაც შენი აზრით მეტი ყურადღება უნდა მივაქციოთ? 

ამ კითხვაზე პაუხის გაცემა ყოველთვის რთულია ჩემთვის. მე ძირითადად 80-იანების მუსიკას ვუსმენ, ამიტომ ახლანდელ მუსიკას ნაკლებ ყურადღებას ვაქცევ. ფაქტია, რომ ახალგაზრდა არტისტების მთელი ტალღა მოდის, თუმცა მათ შემოქმედებას ასე კონკრეტულად არ ვიცნობ.


უახლესი პოდკასტები:
Tweet