Subscribe

×

ENG | GEO

ინტერვიუ: Stimming

2015-04-30

მარტინ სტიმინგს სასტუმრო რუმს თბლისში შევხვდიცოტათი დაღლილი მაინც კარგ ხასიათზე მომეჩვენა, მეგობრული და მხიარული... ყავა შევუკვეთეთ და ინტერვიუს დაწყებამდე ვისაუბრეთ თბილისის არქიტექტურაზე, რუმსის ლაუნჯში მდგარ მაკინტოშის სისტემასა და მის უჩვეულო გატაცებაზე: ყოველთვის ცდილობს „Design Hotels Group“-ის სასტუმროებში გაჩერდეს. ძალიან მოეწონა რესპუბლიკის მოედანზე მდგარი ველოსიპედი, ფილოსოფიურად განსაზღვრა მისი აზრი, ერთმანეთის რიტმს უნდა ავეწყოთ და ყველაფერი გამოვაო... თუმცა, ბევრი ლაპარაკით თავს არ მოგაწყენთ  და მოგცემთ საშუალებას წაიკითხოთ ის, თუ რაზეც ვესაუბრე სტიმინგს.

 

ჩვენთვის ცნობილია ცონაოდენი თქვენი მუსიკალური წარსულის შესახებ. თქვენ დასარტყამ ინსტრუმენტზე უკრავდით დრამ’ნ’ბეის ჯგუფში ‘Breakaholics”. რამ გადაგაწყვეტინათ, მოგეხდინათ ესეთი რადიკალური ჟანრობრივი ცვლილება და აგერჩიათ ტექნო?

როდესაც თქვენი მუსიკალური მოღვაწეობა დაკავშირებულია აკუსტიკურ მუსიკასთან, როგორიცაა როკი, ჰიპ-ჰოპიც კი, ან რეპი (რომელიც 90-იან წლებში არ ჟღერდა ისე თითქოს კომპიუტერით იყო შექმნილი. მიუხედავად იმისა, რომ მართლაც იყო), რა თქმა უნდა, ტექნო სრულიად განსხვავებულად ჟღერს. ის კომპიუტერზეა დაფუძნებული და არ არის საჭირო ჟღერდეს განსხვავებულად, შესაბამისად ამ მუსიკის კეთება არ დამიწყია ნოლიდან.

შუაპერიოდში აღმოვაჩინო დაუნბით, ტრიპ-ჰოპი, ელექტრონული მუსიკის ჟანრები, რამაც საბოლოოდ მიმიყვანა დრამ’ნ’ბეის მუსიკამდე, რომელიც უფრო აგრესიულია. ჩემი აზრით, ეს მიმდინარეობა ძალიან საინტერესო იყო 1995 – 2001/02 წლებში. მისი მთავარი ფორმულა იყო სწრაფი ტემპი, ხოლო მისი განახევრება, გვაძლევს თავისუფლებას საიტერესო მელოდიის, ჰარმონიულობისა და მუსიკალური იდეებისთვის. თუმცა, პროდიუსერებმა შეწყვიტეს მათი გამოყენება და მიზანი მხოლოდ ტრეკების დამძიმება იყო. მახსოვს, ერთხელ Breakaholic-ის ერთ-ერთი „ტუსოვკის“ საუნდჩეკის დროს, მოვისმინე ყველაზე მძიმე დრამ’ნ’ბეის ტრეკი, რაც ოდესმე მქონდა მოსმენილი იმ დრომდე, მან ისე ძლიერად ამაცეკვა, რომ ცოტა დამაკლდა გულის არევამდე. სწორედ ეს იყო გადამწყვეტი მომენტი; როდესაც ვიგრძენი, თუ რამდენად მოსაწყენი გახდა ეს ჩემთვის და ვიფიქრე: დამთავდა. მას შემდეგ 2 წელი გავაგრძელე დრამზე დაკვრა, მაგრამ ეს ჩემთვის აღარ იყო საინტერესო.

მეორე მხრივ, აღმოვაჩინე, თუ რა რთული იყო ტექნოს კეთება, განსაკუთრებით დასაწყისში. მიუხედავად იმისა, თუ რაოდენ მარტივად ჟღერს ეს მუსიკა, ჩემთვის დიდი გამოწვევა იყო მისი საინტერესოდ გარდაქმნა, განვითარება. ამან ჩამითრია, ვფიქრობდი, რომ შემეძლო თუმცა, არ ვიცოდი როგორ. სწორედ ეს უნდა გამერკვია.

როგორ ფიქრობთ, ჰამბურგის სპეციფიურმა ჟღერადობამ მოახდინა თუ არა გავლენა თქვენს მუსიკაზე?

კი, ცალსახად! მაგრამ ეს წარსულში იყო. როგორც აღვნიშნე, არ ვიცოდი სიახლეები და თუ რა იყო მუსიკაში ტენდენციური. იმ პერიოდში, 7-8 წლის წინ „Solomun” ცდილობდა შეექმნა ჰაუსი ნელი ბითით, დაახლოებით 117 BPM. ვერასოდეს ვუგებდი ასეთ შენელებულ ტემპს. თუმცა, იდეა, შეგენარჩუნებინა ენერგიულობა შენელებულ ტემპში, ჩემთვის საინტერესო იყო.

რაღაც მხრივ ჰამბურგს აქვს სასიამოვნო ჰაუს მუსიკა, ცოტა შენელებული, არა აგრესიული, არა უხეში სიყალბე, რაც შტატებიდან მოდის, არამედ ჰაუს მუსიკისადმი ხელოვნების კუთხით მიდგომა, ეს არის ჰამბურგის სტილი. DJ KOZE-ს გამოვარჩევდი ამ კუთხით

მუსიკალური განათლება დაგეხმარათ კარიერაში? როგორ ფიქრობთ, დღეს მნიშვნელოვანია არტისტისთვის, ჰქონდეს გარკვეული მუსიკალური ფონი?

რაღაც დოზით, სირცხვილიცაა განათლების არქონა. მუსიკა არ არის სიახლე, ის ყოველთვის არსებობდა და თუ გადაწყვეტ, გახდე მუსიკოსი, უნდა იცოდე მისი სტრუქტურა, თუ როგორ იგება მუსიკა.

ინსტრუმენტებზე კარგად ვეღარ ვუკრავ, რაღა ეტაპზე საკმაოდ კარგად ვუკრავდი დასარტყამ ინსტრუმენტზე, მაგრამ ეს პრაქტიკაზეა დამოკიდებული, ის არ გავს ველოსიპედის ტარებას, რომელსაც ერთხელ სწავლობ და აღარ გავიწყდება. მუსიკას ნამდვილად ჭირდება მუდმივი პრაქტიკა. ფორტეპიანოს გაკვეთილებზე დავდივარ ისევდაისევ, უკვე მე-8-ე ან მე-10-ჯერ, რადგან მსურს, უკეთ ვუკრავდე, პიანინო სტუდიაშიც მაქვს.

არ მინდა ვინმეს მწარედ გაკიცხა, რადგან ტექნიკური მხრიდან არ არის საჭირო, გქონდეს მუსიკალური განათლება. კომპიუტერული პროგრამების მწარმოებელი კომპანიები როგორიცაა Apple, გაჯერებენ, თითქოს ყველაფერი ადვილად მისაღწევი და იაფია, შენ მხოლოდ პროგრამა გჭირდება და შეგიძლია შეუდგე საქმეს. კარგი მუსიკა ესე არ კეთდება.

გვიამბეთ თქვენი 4D ხმის გამოცდილებაზე. ხედავთ თუ არა მას კლუბების მომავალში?

არ ვფიქრობ, რომ ეს კლუბების მომავალია. კლუბებისთვის საჭიროა მაღალი დონის ჟღერადობა, 4D სისტემა კი არ არის საკმარისი ამისთვის.

როდესაც კლუბში ხარ, ყოველთვის დგება ის მომენტი, როდესაც ერთმანეთის აღარ გესმით, ერთმანეთის სიტყვებს ვეღარ იგებთ, ვფიქრობ ეს რაღაც მხრივ კარგი მომენტია. 4D-სთვის კი საჭიროა სიმშვიდე, სიწყნარე. საუკეთესო შედეგისთვის უნდა დახუჭოთ თვალები, რადგან ვიზუალური ფონი გიფანტავთ ყურადღებას, რაც მიმართული უნდა გქონდეს ხმისკენ, ყველა დეტალის აღსაქმელად. მაგრამ მას შემდეგ, რაც სწორად აღიქვამთ ყველაფერს, შეიძლება ითქვას, რომ საქმე გვაქვს ყველაზე ძლევამოსილ ილუზიასთან, რაც კი აუდიო ტექნოლოგიაში შექმნილა. წარმოიდგინეთ, 808-ს (Roland TR-808) ხელოვნური „clap”, რომელსაც აღიქვამთ, როგორც ფიზიკურ ინსტრუმენტს, რომელიც თქვენს ირგვლივ მოძრაობს, ეს ძალიან უცნაური და მოულოდნელი ექსფერიენსია.

მოხარული ვარ, რომ ამ ყველაფრის ნაწილი ვარ, ვთვლი, რომ ეს ძალიან კრეატიულია. ჩვენ ჯერ კიდევ დასაწყისში ვართ და ვარკვევთ, რომელი მუსიკალური ფორმულა მუშაობს და რომელი არა, ვუსვამთ კითხვას თითოეულ დეტალს, რასაც ვაკეთებთ, რაც ვფიქრობ ძალიან ჯანსაღი პროცესია.

ეს საკითხი ჩვენთან საკმაოდ აქტუალურია. რას ფიქრობთ, ანალოგსა და ციფრულ საუნდზე? რომელიმე მათგანს ანიჭებთ უპირატესობას? როგორ გგონიათ, ახედენს გავლენას ხმის ხარისხზე?

ანალოგი მართლაც კარგია ხმის ხარისხის მხრივ. შესაბამისი აღჭურვილობით, ადვილია მიიღო სასურველი შედეგი. ციფრულს ყოველთვის ჭირდება მეტი დამუშავება, მეტი ფლაგინი, რათა უკეთ ჟღერდეს. თუმცა მეორეს მხრივ, ციფრული შესანიშავია რედაქტირებისთვის, გააკეთო ისეთი რამ, რაც შეუძლებელია ანალოგისთვის. მაგალითად, Granular Synthesis ეფექტის გამოყენება შესაძლებელია, მხოლოდ ციფრული მხარისთვის, იგივე შეიძლება ითქვას ფიჩის მანიპულაციაზე. შესაბამისად, პროდიუსერების უმრავლესობა ცდილობს, ორივე მხარის საუკეთესო ნაზავი გამოიყენოს. ანალოგი კარგია ხმის ხარისხის მისაღებად, ციფრული უფრო მეტ სამუშაო არეალს გვაძლევს. თუმცა ციფრული ვერასოდეს შეცვლის ანალოგს და პირიქით.


გარკვეული შეცდომები გექნებათ დაშვეული კარიერის განმავლობაში. რა რჩევას მისცემდიც ახალბედა მუსიკოსებს?

ალბათ ერთი რამეს:  აუცილებლად დაასრულონ ტრეკები. თუკი აკეთებ ახალ პროექტს და არ იცი, როგორ გააგრძელო მუშაობა, არ შეშინდე მიიღო გადაწყეტილება. თუ ტრეკი არ გამოვა, ეს მხოლოდ შეცდომებზე სწავლის საშუალებაა. დაამთავრე, მოუსმინე და შემდეგ მიხვდები, თუ რა შეცდომები დაუშვი. მე.

მე ყოველთვის ვუშვებ შედომებს, თუმცა, ამას ყოველთვის შემდეგ ვხვდები. ასე რომ, არ შეშინდეთ მიიღოთ გადაწყვეტილებები.

რამეს ხომ არ დაამატებდით?

ორ რამეს: ამ ეტაპზე მაქვს ურთიერთობა გოგონასთან, რომელიც მალე ჩემი ცოლი გახდება, ასევე ვაგრძელებ მუშაობას მუსიკასა და ბევრ საინტერესო იდეაზე.

უახლესი პოდკასტები:
Tweet