Subscribe

×

ENG | GEO

Gidge Interview

2015-09-29

გქონიათ იმის სიამოვნება, რომ დაკარგულიყავით უღრანი ტყის იდუმალ სამყაროში, გაფერმკთალებულ მზის სხივებში, რომლის წარმოდგენის საშუალებასაც ‘Gidge’ – ს "Norrland", ალბომ ‘Automn Bells’-ის ბოლო ტრეკი გვაძლევს?  თუ არა, თქვენ რაღაც  განსაკუთრებული გამოგიტოვებიათ. თითქმის სრულყოფილად შერწყმული მუსიკა, ‘Dance Music’ – ისა და ჭეშმარიტად ორგანული შეგრძნებების ნაზავი, რომელიც Umeå – ს იმ პატარა გასაოცარი ქალაქის გარემოს, ლანდშაფტის ანარეკლია საიდანაც ‘Gidge’ -ს დუო წარმოიშვა. 


‘Gidge’– ს ბოლო ალბომი ‘‘Automn Bells’’  ერთი წლის წინ 2014 წლის 23 სექტემბერს გამოვიდა. ალბომის თითოეული ტრეკი ქმნის მხოლოდ მისთვის დამახასიათებელ ემოციასა და ატმოსფეროს შეგრძნებას, “I Fell in LOVE ”, “Growth” - მზარდი მუსიკა, რომელიც მოკრძალებული დასაწყისიდან თანდათანობით თავისუფლდება, იშლება და  ვოკალური სემპლების მძლავრ მწვერვალებს აღწევს. დიდი ხნით ნუ გადადებთ, უბრალოდ დააჭირეთ Play და Gidge - სთან ერთან იმოგზაურეთ უსასრულ სივრცეში, თუნდაც ცოტა ხნით.


როგორ შეხვდით ერთმანეთს და რამდენი ხანია რაც ერთად ქმნით მუსიკას?


ჩვენ შევხდით სკოლაში, როდესაც 16 წლის ვიყავით. ძალიან მალე მივხდით, რომ ელექტრონული მუსიკისადმი გემოვნება ორივეს თითქმის ერთნაირი გქვონდა და ერთი წლის შემდეგ გადავწყვიტეთ, რომ ამ მიმდინარეობით ერთად გვემუშავა. ეხლა უკვე 10 წელია რაც ერთად ვქმნით მუსიკას.


სტუდიაში ყოველთვის ერთად მუშაობთ ხოლმე თუ ცალ-ცალკე და შემდეგ უზიარებთ ერთმანეთს ნამუშევრებს? 


თავდაპირველად ძირითადად ცალ-ცალკე. როგორც წესი ერთ-ერთ ჩვენგანს აქვს იდეა და აკეთებს საფუძველს ამ იდეიის, სანამ ერთმანეთს გავუზიარებდეთ. შემდეგ ვხდებით ერთმანეთს და განვიხილავთ, ვუსმენთ, ვსმჯელობთ თუ რა ნაწილი უნდა გაუმჯობესდეს, რა შეიცვალოს და ა.შ. როცა უკვე საბოოლოო ეტაპზე გავდივართ ვსხდებით და ერთად ვმუშაობთ პროექტზე.  


წარმოშობით თქვენ ხართ Umeå, Sweden– დან. როგორი ქალაქია Umeå და როგორი ზეგავლენა მოახდინა ამ პატარა ქალაქმა თქვენს მუსიკაზე? 


Umeå პატარა ქალაქია, რომელიც დასაწყისში ცოტა ნერვებს გვიშლიდა :) .  ჩვენ ბევრს ვმოგზაურობდით, მაგრამ დაბრუნებისთანავე კვლავ ქალაქიდან წასვლა გვინდოდა. პარიზში თითქმის ერთი წლიანი ცხოვრების შემდეგ, რომელიც მართლაც გასაოცარი იყო,  უკან დაბრუნებულემბა Umeå სხვა თვალით დავინახეთ. არის რაღაც უხილავა ძალა და ენერგია ამ პატარა ქალაქში. 
Umeå  – ში ინტელექტუალური, კრეატიული და ძალიან ნიჭიერი ხალხი ცხოვრობს, მაგრამ ამას ნამვდილად არ ჰქონია არანაირი ზეგავლენა ჩვენს მუსიკაზე. Umeå – ში ელექტრონული მუსიკა რეალურად არც თუ ისე პოპულარულია. ერთადერთი რამაც ძალიან დიდი ზეგავლენა მოახდინა ჩვენს მუსიკაზე ეს Umeå –ს ულამაზესი ტყეა. ჩვენ მართლა ძალიან გაგვიმართლა, ასეთ განსაცვიფრებელი ბუნებისთან ახლოს  რომ ვცხოვრობთ. ეს ის ადგილია, რომელსაც შთაგონების მისაღებად ყოველთვის შეგვიძლია ვეწვიოთ.

 
რა გრძნობები უნდა განიცადოს მსენელმა 'Automn Bells'   მომსენის შემდეგ? 


ყოველთვის გვინდოდა შეგვექმნა მუსიკა, რომელსაც შეიგრძნობდით მოსმენის დროს. თუ ჩვენს მუსიკას შეუძლია დროებითი ტრანსფორმაცია განაცდევინოს მსმენელს რომელიმე შორეულ ადგილებში, მაშინ ჩათვალეთ ჩვენ წარმატებას მივაღწიეთ. პრაქტიკულად, საუკეთესო საშუალება განიცადო ყველა ის ემოცია, რაც ამ ალბომში ჩავდეთ, არის ამ მუსიკასთან ერთად იმოგაზაურო ჩრდილოეთ შვედეთისკენ მიმავალი მატარებელით. 

თქვენს მუსიკაში იგრძნობა Dance Music- ის ელემენტებიც და ორგანული ნამდვილი ხმაც – რომელ არტისტს გამოარჩევდით, რომელმაც დიდი ზეგავლენა მოახდინა თქვენს შემოქმედებაზე ?  

 
ამა თუ იმ მუსიკის მოსმენის შემდეგ იშვიათად თუ გვითვავქს ‘Wow არაჩვეულებრივია’. ძალიან ბევრმა არტისტმა მოახდინა ჩვენს მუსიკაზე გავლენა, სხვადადსხვა ჟანრიდან. მაგრამ ყველაზე საუკეთესი შთაგონებაა, მაშინ როცა მუსიკა თვითონ გკარნახობს თუ რა უნდა გააკეთო. შესაძლოა ეს სულაც არ იყოს მუსიკა. შეიძლება მუზეუმში რომელიმე ნახატის დანახვისას შენში მოულედნელად ელვასავით გაიელვოს რაღაც ახალმა და აღგიძრას ერთადერთი სურვილი წახვიდე სახლში და შექმნა რაღაც ახალი. 

გაქვთ გეგმები თუ როგორ უნდა მიაწოდოთ თქვენი მუსიკა მსმენელს? თუ ასეა,  იქნება ეს DJ სეტების სახით თუ Live პერფომანსის სახით ? 


მუსიკა, რომელზეც ჩვენ ეხლა ვმუშაობთ შეუძლებელია მხოლოდ Live  შესრულებად რომ ჩამოყალიბდეს. გვინდა ვიპოვოთ ბალანსი წინასწარ მომზადებულისა და Live შერულებას შორის,  Live პერფორმანსისა და Pre-produces სემპლების სწორი კომბინაცია. დღესდღეობით ელექტრონული მუსიკის ზოგიერთი შემქმნელები ცდილობენ თავიანთი შემოქმედება ბენდად ჩამოაყალიბონ, რომელიც საბოლოოდ  ანადგურებს მათ.  თუმცა ვიქრობთ, რომ გარკვეული რაოდენობის ცოცხალი ელემენტების სწორად დამატებას საერთო ჯამში სასარგებლო შედეგი მოაქვს. ჩვენი მიზანიც სწორედ ეს არის. 

წყაროhttp://pigeonsandplanes.com/2014/09/daily-discovery-gidge-is-making-music-as-beautiful-as-their-swedish-surroundings/

 

 

უახლესი პოდკასტები:
Tweet