Subscribe

×

ENG | GEO

What's it all about - Sabagiro

2015-11-06

• რა არის „საბაგირო“?
- საბაგირო „მთვრალი ალუბალის“ ახალი პროექტია და ყოველ თვე ერთი თემატური ივენთის ჩატარებას გულისხმობს.

• რატომ გადაწყდა ახალი პროექტის ჩაშვება?
- საბაგიროს იდეა ჯერ კიდევ Tbilisi Summer Set-ის ჩატარების შემდეგ გაგვიჩნდა. აღმოჩნდა, რომ ქართველ მსმენელს მხოლოდ Techno და House ჟღერადობის მუსიკა არ აკმაყოფილებს და მზადაა ახალი ჟანრების მოსასმენადაც. ამის გარდა, გავიცანით უამრავი ახალგაზრდა, ვინც ხელოვნების სხვადასხვა სფეროთია დაიტერესებული და გადავწყვიტეთ ეს ყველაფერი გაგვეერთიანებინა. 

• როგორ მოხდება საბაგირო?
- 5 დეკემბერს შედგება პროექტის პრეზენტაცია, პირველ ივენთს ვგეგმავთ ჩვენ, უკვე შემდეგ ივენთებს დაგეგმავს მსმენელი, რომლიც თვითონ აირჩევს მუსიკალურ ჟანრს (Breakbeat, Disco, Italo Disco, Downtempo, Chill-out, House music (Deep House), Glitch, IDM, Techno, Trance Music, 2-Step Garage (Future Garage, UK Garage), Trip-Hop, Hip-Hop). პარალელურ რეჟიმში ჩვენ ვთანამშრომლობთ სხვადასხვა არტისტებთან, ვინც ქმნის მუსიკას, ინსტალაციებს, იღებს ფოტოებს და ა.შ. ყოველ ივენთზე სხვადასხვა არტისტები წარმოადგენენ შესაბამის ჟანრსა და თემაზე შექმნილ ნამუშევრებს. 

• სად მოხდება საბაგირო?
- 5 დეკემბერს პროექტის პრეზენტაცია ძველი იპოდრომის ტერიტორიაზე, ყოფილი მანეჟის შენობაში შედგება, უკვე გაზაფხულიდან კი ამ ტერიტორიას უფრო მეტად ავითვისებთ. 

• რა რაოდენობის მსმენელზეა გათვლილი „საბაგირო“?

- პრეზენტაციაზე სტუმრების რაოდენობა შეზღუდული არ იქნება, თუმცა მომდევნო ღონისძიებებს 300-დან 500 ადამიანამდე დაესწრება.

• რატომ „საბაგირო“?
- საბაგიროს მიზანი ადამიანის ერთი წერტილიდან მეორეში გადაყვანაა, ჩვენც ვფიქრობთ, რომ ეს პროექტი საშუალებას მისცემს მსმენელს აღმოჩნდეს ახალ სივრცეში, გაიცნოს ახალი ადამიანები და ამ სფეროში მეტი არჩევანის საშუალება ქონდეს. 

• რითი განსხვავდება „საბაგირო“ სხვა პროექტებისგან?
- ყოველთვიური ივენთის გარდა, საბაგირო სატელევიზიო პროექტია: ტელეკომპანია „ჯიდიესის“ ეთერში, საბაგიროს დღეს, ღამის ეთერში მოხდება მუსიკალური ჟანრის, არტისტის, შოურუმში მონაწილე ხელოვანების წარდგენა და გაცნობა. ამის შემდეგ კი ივენთიდან იქნება ნახევარსაათიანი პირდაპირი ჩართვა.

უახლესი პოდკასტები:
Tweet