Subscribe

×

ENG | GEO

Pional @ Tbilisi Summer Set

2016-01-14

Miguel Barros უკეთ ცნობილი როგორც Pional ესპანელი პროდიუსერი, რემიქსერი და ელექტრონული მუსიკის წარმომადგენელი მადრიდიდან, ესპანეთი. მისი პროფესიული კარიერა დაიწყო 2010 წელს, როდესაც გამოუშვა თავისი პირველი EP -  A Moot Point, Hivern Discs ლეიბლზე.


მისი კარიერა დაიწყო 2006 წელს, როდესაც ის უკვე მუშაობდა საკუთარ  მუსიკაზე და აკეთებდა რემიქსებს სხვადასხვა ლეიბლზე, როგორიცაა Proton, Hivern Discs და  Traum -ზე, ჯერ კიდევ Alt Fenster ფსევდონმით . 
2011 წლის ნოემბერში, El País -მა  ერთ-ერთ სტატიაში  აღნიშნა, რომ Pional ის უახლესი ალბომი - Last House on the Left  - დადებითი კრიტიკა გამოიწვია ევროპის მასშტაბით, მიუხედავად იმისა, რომ ალბომის პრეზენტაცია live მას ჯერ კიდევ მშობლიურ მადრიდშიც კი არ დაეკრა. 


Pional ის live მუსიკა გამოირჩევა ვოკალით. თითქმის ყველა მისი Track ინსტრუმენტირებულია ბარაბანის გამორჩეული ხმებით, რაც მის მუსიკას უფრო განსაკუთრებულს ხდის.  


იგი ხშირად თანამშრომლობს სხვადასხვა არტისტებთან, მაგრამ მისი უფრო საყურადღებო ნამუშევრები შესრულებულია ესპანელ პროდუსერთან John Talabot - თან ერთად. აღსანიშნავია John Talabot -ის 2012 წელს გამოშვებული ალბომი ƒIN, -  So Will Be Now -  track, რომელიც მათი ერთობლივი ნამუშევარია. 


2012 წლის Pional - John Talabot-თან ერთად იმყოფებოდა  ტურნეში, ევროპასა და ჩრდილოეთ ამერიკაში, ახალი ალბომის მხარდასაჭერად. 
ამავე წელს გამოდის Pional და Talabot -ის ტრეკი "Braves" რომელიც მიეძღვნა Divina Pastora მარათონს ვალენსიაში. 
Invisible / Amenaza მისი სადებიუტო EP გამოიცა 2013 წლის,  4 ნოემბერს, ვინილისა და ციფრულ ფორმატში.


გთავაზობთ ინტერვიუს Miguel Barros aka Pional - თან. 


როგორ მოხვდი ელექტრონული მუსიკის ინდუსტრიაში? 


ჩემი პირველი შეხება ელექტრონულ მუსიკასთან მოხვდა მაშინ, როდესაც გაუცნობიერებლად შევიძინე რამოდენიმე ალბომი, მაშინ ჯერ კიდევ ჩემთვის უცნობი არტისტების.   მახსოვს, ერთ-ერთი მათგანი იყო Kenny Dope, ასევე Deep House კოლექცია, რომლის სახელი ეხლაც არ მახსოვს. ამის შემდეგ ორიენტაცია ავიღე  IDM მიმართულებისკენ. ძალიან დიდი გავლენა მოახდინა ჩემზე Boards of Canada. მოგვიანებით დავიწყე მუსიკის შექმნა, ნელ ნელა ვზრდიდი  bpms -ს ,  რათა უფრო  ატმოსფერული  ტექნო ხმები მეპოვნა.

 
რა არის ყველაზე მნიშვნელოვანი მუსიკის შექმნაში ? 

ის რომ ნამდვილად უნდა გიყვარდეს საქმე რასაც აკეთებ. უნდა გააკეთო ის რასაც გონება გკარნახობს. ჩემს შმთხვევაში  ვქნი იმ მუსიკას რომელიც მეც ძალიან მიყვარს . თუნდაც დაკვისას,  მუსიკა უნდა იყოს ისეთი რომელიც მე მიყვარს და მსიამოვნებს. თუ აუდიტორიაც ისევე იღებს ჩემს მუსიკას როგორც მე , მაშინ მე ბედნიერი ვარ.


რამ მოახდინა ყველაზე დიდი ზეგავლენა თქვენს მუსიკაზე?


მგონი ყველაფერმა ერთად. როდესაც სახლში ვარ, არასოდეს ვუსმენ მკაცრ ტექნო საუნდს, ხშრად ვუსმენ და ალბათ ზეგვალენასაც ახდენს ჩემზე სხვა ჟანრის მუსიკა, როგორიცაა ფოლკი ან სოული. Moodymann და Theo Parrish რომელთაც მუსიკალური ევოლუცია მოახდინეს ჩემზე.  ვუსმენ და ძალიან მიყვარს Bernard Herrmann -ის ყველა კომპოზიციები .


შენს მუსიკაში ხშირად იგრძნობა პოპ მუსიკისა და Deep House  ელემენტები, როგორ ახერხებთ ამ ორი სხვადასხვა ჟანრის ერთად შერწყმას?  


პოპ მუსიკა ძალიან ფართო ჟანრია, რომელიც ძალიან მიყვარს და ვფიქრობ სწორედ ამიტომაც მისი კვალი იგრძნობა ჩემს მუსიკაში .  ხშირ შემთხვევაში ვცდილობ რომ ხმები ჩავიწერო, თუნდაც თითების კაკუნი ან ბოთლის რაკრაკის ხმა ჩემს სტუდიაში თუ სახლში. 


რომელ რელიზებს დაასახელებდი, რომელმაც თქვენი მოწონება დაიმსახურა?  


St Vicent, Atlas Sound, Grizzly Bear და რაღათქმაუნდა Where the Wild Things Are’s OST Carter Burwel და Karen O - სგან. 


როგორია თქვენი სამომავლო გეგმები ? იქნება ეს წარმოდგენილი live შესრულებით თუ DJ Set ? 


ამჟამად ვმუშაობ და ვწერ მუსიკას. რაც შეეხება live შერულებას, ამ ეტაპზე  ჯერ მზად არ ვარ. ვამზადებ DJ Set, რომელსაც დავუკრავ პატარა კლუბებში ან თუნდაც სახლში. უახლოეს მომავალში  დავიწყებ live შესრულებისთვის მზადებას. 

 

უახლესი პოდკასტები:
Tweet