Subscribe

×

ENG | GEO

Sleep Party People - Winter Set | Interview

2016-01-22

 

‘ძალიან მნიშვნელოვანია ჩემთვის ‘ჩემი თავის არ გამეორება’ , ამიტომ დიდ დაბრკოლებების წინაშე ვაყენებ საკუთარ თავს, როდესაც ვიწყებ მუშაობას ახალ მუსიკაზე.’ 


მსოფლიო შემოვლითი ტურის შემდეგ  - 2014  წელს გამოშვებული ალბომის ‘Floating’  -ის შემდეგ დანიელი მუსიკოსი Brian Batz ისევ აგრძელებს მუშაობას სტუდიაში შემდგომი ალბომისთვის. 


კარგი დროა იმისათვის, რომ მოვხსნათ საყვარელი კურდღლის ნიღაბი და გავესაუბროთ ბენდის მთავარ წევრს კოპენჰაგენიდან.

გთავაზობთ ინტერვიუს Brian Batz - თან.   


ბრაიან გამარჯობა, მოგვიყევით სად ხართ და რაზე საქმიანობთ ? 


ამ მომენტში ვიმყოფები სახლში, მივირთმევ ყავას და ვუსმენ Damien Jurado - ს. ვმუშაობ ახალ ალბომზე, რომლითაც ძალიან ამაყი ვარ.  ალბომი იმდენად კარგი გამოდის, რომ კოპენჰაგენში ვერავინ ბედავს მის დარელიზებას, ალბათ იმიტომ რომ ძალიან ალტერნატიულია. ამის წინამორბედი ჩემი დაბრუნებაა კოპენჰაგენში,  მას შემდეგ რაც თითქმის ერთი წელი გავატარე სან-ფრანცისკოში. მაგრამ მიუხედავად ამისა თავს ძალიან კარგად ვგრძნობ. ძალიან დიდი ‘ვნება და იმედი’ მაქვს ჩემი მუსიკისადმი, რისი ნაწილიც მე ვარ. ვფიქრობ, რომ ახალმა ალბომმა ძალიან დიდი ყურადღება უნდა მიიქციოს და იმედი მაქვს, რომ ვიღაც - სადღაც ისევე აღმოაჩენს და გაიგებს ჩემს მუსიკას, როგორც ეს მესმის მე. 

როდის ფიქრობთ ახალი ალბომის რელიზის გამოშვებას? 


სამწუხაროდ ჯერ-ჯერობით თარიღი დასაბუთებული არა გვაქვს, სავარაუდოდ 2016 წლისთვის .  ამ ალბომის შექმნაში ორგანულად ვარ ჩართული . 

 

რა გავლენა მოახდინა თქვენზე და თქვენს მუსიკაზე სან-ფრაცისკოში ცხოვრებამ ?


სიმართლე გითხრათ, სან-ფრაცისკოში წასვლამდე არ გამაჩნდა არანაირი იდეა რომ ალბომზე მემუშავა, არც კი ვგეგმავდი ახალი მუსიკის დაწერას.  ალბომის ინსპირაცია დაიბადა სან-ფრაცისკოში და იქ ჩაიწერა ყველა ხმა. ვმუშაობდი არაჩვეულებრივ პროდუსერებთან ერთად Jeff Saltzman (THE KILLERS, MORRISSEY)  და Mikael Johnston (BLONDE, THE SOUNDS ) რაც ჩემთვის მართლა სიახლე იყო, ალბათ იმიტომ რომ ყოველთვის მარტო ვმუშაობდი ხოლმე სტუდიაში და მარტო ვქმნიდი მუსიკას.  
ამჯერად ჩემთან ერთად სტუდიაში აღმოჩნდა ორი გასაოცარი ადამიანი, რომელთაც ჩემთვის მეგზურის როლი შეასრულეს მუსიკის წერის პროცესში, რაღათქმაუნდა ეს სიახლე რთული და სხვაგვარი იყო ჩემთვის , მაგრამ ჯეფი და მაიკლი ყოველმხრივ მეხმარებოდნენ . ყველა დასაკრავ ინსტრუმენტზე გამოვცადე თავი, მუსიკის წერის პროცესმა ძალიან ინტენსიური  სახე მიიღო, დრო ძალიან სწრაფად გადიოდა, მაგრამ სამუშაო ამად ღირდა. ვმუშაობდი მთელი დღის განმავლობაში ჯეფთან და მაიკლთან ერთად, პრაქტიკულად ერთი დღეც კი არ მქონდა  დასვენებისთვის.  ექსპერიმენტისთვის ერთი დღე გამოვიყავი, როდესაც  ტურისტის როლში დავუკარი სან-ფრაცისკოში . ყოველთვის მინდოდა რომ ეს ალბომი დამესრულებინა ჩემი იქ ყოფნის დროს, რომელმაც ალბათ უფრო დიდი წარმატება მომიტანა.  სიმართლე გითხრათ ძალიან შეყვარებული ვარ ამ ალბომზე. ახალი მუსიკა არის ერთობლივი ნამუშევარი ჩემი და Mikael Johnston  - ის. უკვე ვეღარ ვითმენ ისე მინდა მოვასმენინო ახალი მუსიკა SLEEP PARTY PEOPLE - მსმენელს. 


კონტინენტისა  და წარმოების ადგილის შეცვლის გამო  უნდა გვქონდეს თუ არა მოლოდინი ხმისა და მუსიკის ცვლილების? 


ხმა SLEEP PARTY PEOPLE - ის სტილში შენარჩუნდება. მაგრამ მე უფრო ორგანული, ცოცხალი მიდგომა ავირჩიე ახალი ალბომისადმი,  უფრო მეტი აკუსტიკური დრამი მაქვს დამატებული, ვიდრე ელექტრონული ბიტი, რომელიც ალბათ მხოლოდ და მხოლოდ ორიოდე ტრეკში მაქვს გამოყენებული. ავირჩიე უფრო სუფთა ვოკალი, და მოვაშორე ცნობილი ‘BUNNY’ დამახასიათებელი ვოკალი თითქმის ყველა ტრეკს. ალბომი ძალიან განსხვავებულია წინამორბედი ალბომებისგან, მაგრამ მუსიკა SLEEP PARTY PEOPLE - სტილშია ჩამჯდარი, ვფიქრობ რომ ის არასოდეს დაიკარგება. 

SLEEP PARTY PEOPLE – ბენდის შექმნის შემდგომ თქვენში იგრძნობდა უფრო მეტი თავდაჯერებულობა. მახსოვს პირველად სადებიუტო ალბომმა დიდი წარმატება მოგიტანათ, შემდგომი პროფესიული და წარმატებული  ნაბიჯი იყო უკვე ბენდის შექმნა და ეხლა გსურთ რომ თქვენი ნიშა - ‘ bunny’ვოკალის ხმა - ჩამოაშოროთ და ორგანული ხმები გამოიყენოთ ?


დიახ, შეიძლება ესეც ითქვას.  უფრო მეტი თავდაჯერებულობა შევიძინე პირველი სადებიუტო ალბომის დარელიზებსას . მაგრამ,  მე ყოველთვის ვიცოდი, რომ ის დღე მოვიდოდა როდესაც ჩემი ვოკალი, ჩემი საკუთარი ხმა სუფთად დაედებოდა SLEEP PARTY PEOPLE  -ის რამოდენიმე მუსიკას. 


როდის უნდა ველოდოთ კურდღლის ნიღბების მოხსნას? 


ნიღბის მოხსნა SLEEP PARTY PEOPLE-ის ინდივიდუალობის მოშორებას უდრის. ეს თუ მოხდება, მაშინ კონცეფციაც დაირღვევა, მაშინ ეს უკვე  SLEEP PARTY PEOPLE  ბენდი  აღარ იქნება. ჩვენ არ ვაპირებთ ნიღბების მოხსნას, მგონი ესე უფრო საინტერესოც არის. მაგრამ გპირდებით უფრო ახალ ნიუანსებს შევმატებთ, როგორც პერფომანს ასევე გაფორმებასაც. 


რომელი მომენტი შეგიძლიათ აღწეროთ ყველაზე უცნაურ შემთხვევად თქვენს ტურში, მაგალითად როდესაც ზიხარ და ფიქრობ „ რა ჯანდაბა ხდება აქ“ ? 


ალბათ, როცა ვუკრავდით live-ს Taipei - ში გასულ წელს, ეს ყველაზე უცნაური გამოცდილება იყო ჩემს კარიერაში, კარგის მხრივ რათქმაუნდა. წინასწარ ვიცოდით ყველამ, რომ Pre-Sale -ზე გაიყიდა 11000 ბილეთი, მაგრამ როდესაც სცენაზე ავედით ვენიუ გადაჭედილი იყო ხალხით. ძალიან უცნაური და წარმოუდგენელი შეგრძნება იყო, როდესაც მსმენელი ყველა ჩვენს მუსიკაზე რეაგირებდა, მათ იცოდნენ ახალი ტრეკები, ახალი ალბომიდან . ეს ის მომენტია როდესაც „რა ჯანდაბა ხდება აქ“ გადადის მდგომარეობაში „ეს მართლა ხდება აქ?“ ეს გასაოცარი შეგრძნება იყო ბენდის ყველა წევრისთვის. 


‘ძალიან დიდი ვნება და იმედი მაქვს ჩემი მუსიკისადმი’ - რას ნიშნავს ეს სიტყვები  თქვენთვის?


ადამიანი ვერაფერს მიაღწევს თუ არ სწამს ამ ორი სიტყვის. მე ყოველთვის ვცდილობ "საუკეთესოს" იმედი მქონდეს. არ შეიძლება ადამიანს არაფრის რწმენა არ ქონდეს. უნდა ვეძებოთ ახალი და იმედი გვქონდეს რომ მას ვიპოვით . ყოველთვის ვახსენებ საკუთარ თავს, თუ ვკარგავ იმედს, ამ შემთხვევაში ვეძებ ვნებას ჩემს მუსიკაში, რაც ძალიან მნიშვნებლოვანია. ვფიქრობ ადამიანს, თუ ამ ორი სიტყვის არ სჯერა, ის მიზანს ვერ მიაღწევს. 

წყარო: http://nbhap.com/people/interview-sleep-party-people/

 

უახლესი პოდკასტები:
Tweet