Subscribe

×

ENG | GEO

WYLTI @ Winter Set | Interview

2016-01-29

ქართული მუსიკალური პროექტი Wylti -  2014 წლის ბოლოს შეიქმნა. ამ დროის განმავლობაში მათ ისტორიაში უკვე იწერება რამდენიმე დემო თრექი და  რამდენიმე ლაივ პერფორმანსი. ჯგუფი ძირითადად ორიენტირებულია ექსპერიმენტალურ - ამბიენთ მიმდინარეობაზე.

ამჟამად Wylti მუშაობს მუსიკალურ პროექტზე, რომლის შესახებაც ინტერვიუდან შეიტყობთ. ინტერვიუსთან ერთად გთავაზობთ პოდკასტის შემდეგ სერიას, რომელშიც მოისმენთ Wylti ის სეტს, რომელიც მთლიანად მათი ტრეკებითაა დაკომპლექტებული.

გთავაზობთ ინტერვიუს ჯგუფის წევრებთან: 

როგორ შეიქმნა პროექტი  “Wylti” და რას საქმიანობდით მანამდე?


მე და გიორგიმ ერთმანეთი სხვადასხვა მუსიკალურ პროექტებზე მუშაობისას გავიცანით. გიორგი მაშინ საქსაფონზე უკრავდა. ძალიან მალე ცალ-ცალკე დავიწყეთ ელექტრონული მუსიკის კეთება, ჩვენი ხედვები ერთმანეთს დაემთხვა და გაჩნდა იდეა გაგვეკეთებინა საერთო პროექტი/ექპერიმენტი, რომელიც დატვირთული იქნებოდა ლაივ გიტარის ჟღერადობით.

როგორი იყო პროექტის პირველი ნაბიჯები და რას ნიშნავს თქვენი სასცენო  ფსევდონიმი ?


პირველი რამდენიმე თრექი ფაქტიურად 1 კვირაში დაიწერა, რასაც ძალიან მალევე მოჰყვა სადებიუტო დემო პოდკასტის ჩაწერა, რის შემდეგაც მალევე შედგა ჩვენი საკლუბო დებიუტი კლუბ "მტკვარზე" small room-ში. 
Wylti - აბრევიატურაა და ჩვენი ცხოვრების სხვადასხვა გამოცდილებების გამოხატულებაა, ჩვენი ხედვა სამყაროს და მუსიკის მიმართ. 


როგორ დაახასიათებდით თვქენი მუსიკის ჟღერადობას? საიდან იღებთ ინსპირაციას?

ვცდილობთ ჟანრობრივად მაქსიმალურად თავისუფლები ვიყოთ, არც-ერთი კონკრეტული ჟანრის ჩარჩოებში არ ვექცევით. ჩვენი თრექები ყოველი დაკვრისას ხვადასხვანაირად ჟღერს და დამოკიდებულია იმ მომენტში 
გაჩენილ შინაგან ემოციაზე. 

გვიამბეთ თქვენი სამომავლო გეგმების შესახებ ?


ამჟამად ვმუშაობთ სადებიუტო EP - ზე.

რა მუსიკალური განათლება გაქვთ და როგორ ფიქრობთ, დღეს მნიშვნელოვანია არტისტისთვის, ჰქონდეს გარკვეული მუსიკალური ფონი?

მე 13 წლიდან ვუკრავ გიტარაზე, თითქმის ამავე ასაკიდან გიორგი უკრავს საქსაფონსა და კლავიშზე, რაც შეეხება აკადემიურ განათლებას - არ გვაქვს. 
ვფიქრობ, ეს ძალიან ინდივიდუალურია, თუმცა Basic მუსიკალური Background-ის ქონა ნებისმიერი არტისტისთვის კომფორტულია.

როგორია თქვენი გეგმები მსმენელთან ცოცხალი ურთიერთობების თაობაზე, რამდენად აქტიური იქნება Wylti როგორც Live Act?

ჩვენი მუსიკა იდეაშივე მეტწილად Live Act - ია, სტუდიაში მუშაობაც ერთგვარი Performance - ია, რადგან მთლიანად იმპროვიზაციაზეა აგებული და ვფიქრობ არტისტის ცოცხალი ემოცია ყოველთვის გადამდებია მსმენელზე. 

უახლესი პოდკასტები:
Tweet