Subscribe

×

ENG | GEO

Winter Set | 2016

2016-02-08

საიუბილეო 5 წელი და ახალი კამპანია #მნიშვნელობაარაააქვს
13 თებერვალს ყოფილი იპოდრომის ტერიტორიაზე SET FEST წარმოგიდგენთ Winter Set 2016-ს. ფესტივალების სერიას წელს 5 წელი უსრულდება. საიუბილეო თარიღებს SET FEST რადიკალურად განსხვავებული, უპრეცედენტო პიარ კამპანიით აღნიშნავს. 
#მნიშვნელობაარააქვს, #მთავარიასიყვარული, #მუსიკაგვაერთიანებს,- ეს სლოგანები წლის მანძილზე დაგეგმილი ღონისძიებების ხუთივე სერიას შეეხება, Winter Set 2016-ის სარეკლამო რგოლი, რომელსაც უკვე 90 000-მდე ნახვა აქვს, ტოლერანტობის და თანაბარი უფლებების პროპაგანდაა, რაც ფესტივალების მთავარი მიზანი და არსია. 
„ეს კამპანია მიმართულია აგრესიის და სნობიზმის წინააღმდეგ. ძალიან ბევრ ფაქტს, რომელზეც კეთდება აქცენტი, მოიცავს სოციალურ ქსელებს და ქმნის აგრესიულ განწყობასა და გარემოს, სინამდვილეში არ უნდა დაეთმოს ამხელა ყურადღება. გამოცდილებამ გვაჩვენა, რომ საქართველოშიც, ისევე როგორც ყველგან, მუსიკას აქვს ძალა ერთ სივრცეში გააერთიანოს ერთმანეთისგან განსხვავებული ადამიანები“,-ამბობს SET FEST-ის პიარ მენეჯერი ნიკა დვალიძე.  
https://www.youtube.com/watch?v=x8lxB8fntfg
13 თებერვალს გასამართი Winter Set 2016 ხუთ არტისტს გააერთიანებს:
SLEEP PARTY PEOPLE - კურდღლის ნიღბიანი ელექტრონული Dream pop-ისა და Post Rock მიმდინარეობის მუსიკალური ბენდი 2013 წელს უკვე იმყოფებოდა Batumi Summer Set 2013-ზე. Sleep Party People კოპენჰაგენში 2008 წელს შეიქმნა, გამოშვებული აქვთ 3 სტუდიური ალბომი: Sleep Party People - 2010 წელს, We Were Drifting On a Sad Song - 2012 წელს და Floating - 2015 წელს. 
DARKSTAR - ბრიტანული ჯგუფი შედგება ორი წევრისგან - James Young და Aiden Whalley, რომელთა კარიერაც 2007 წელს დაიწყო. ჯგუფს ყველაზე დიდი წარმატება მოუტანა ალბომმა North, რომელიც 2012 წელს Hyperdub ლეიბლებზე გამოვიდა. 2013-ში Warp Records -ზე დარელიზდა „News From Nowhere“, ხოლო მესამე ალბომი "Foam Island" 2015 წელს Warp Records-ზე გამოვიდა. ალბომი შთაგონებული იყო ბრიტანეთში იმ დროისთვის განვითარებული სოციალური ცვლილებებით, კერძოდ თუ რა გავლენა მოახდინა ამ პოლიტიკურმა ცვლილებებმა ახლგაზრდა თაობაზე.  

PIONAL - იგივე Miguel Barros ესპანელი პროდიუსერი, რემიქსერი და ელექტრონული მუსიკის წარმომადგენელია მადრიდიდან. Pional-ის live მუსიკა გამოირჩევა ვოკალით. თითქმის ყველა მისი ტრეკი ინსტრუმენტირებულია ბარაბანის გამორჩეული ხმებით, რაც მის მუსიკას კიდევ უფრო განსაკუთრებულს ხდის. ხშირად თანამშრომლობს სხვადასხვა არტისტებთან, თუმცა გამორჩეულ ნამუშევრებად სახელდება ესპანელ პროდუსერთან John Talabot - თან ერთად შექმნილი ტრეკები.

WYLTI - ქართული მუსიკალური პროექტი WYLTI (ვაილთი) აქტიურად მუშაობს 2012 წლიდან. ამ პერიოდში მათ უკვე გამოუშვეს ორი ალბომი და რამდენიმე EP,  რომელიც მეტწილად ორიენტირებულია ambient/chillout ჟღერადობაზე. 

SINOPTIK MUSIC - მუსიკალური პროექტი Sinoptik Music 3 წელია არსებობს და მათი მიმართულებაა Atmospheric, Soundscape, Deep, Electronic Ambient-ის ჟანრები, ასევე იყენებენ ფორტეპიანოს ჟღერადობას და ფილმის საუნდტრექებს.  თანამშრომლობენ ისეთ არტისტებთან როგორებიც არიან: "Sleep Party People", "Sun Glitters" ლუქსემბურგიდან, ასევე აქვთ  კოლაბორაციული ნამუშევრები პოლონელ არტისტთან Lukas Termena-სთან და ქართველ მუსიკოსებთან: ტუსია ბერიძესთან, Sophie Villy-სთან და გოგი ძოძუაშვილთან.

▌▒ ბილეთის ფასი: - 20 ლარი. (25 ლარი - კარზე) 
▌▒ ბილეთების შეძენა ღონისძიების ადგილზე 13 თებერვალს,  22:00 საათიდან იქნება შესაძლებელი.
▌▒ ონლაინ ბილეთების შეძენა შესაძლებელია 1 იანვრიდან  საიტზე: www.eventer.ge 

უახლესი პოდკასტები:
Tweet