Subscribe

×

ENG | GEO

Darkstar @ Winter Set

2016-02-09

Darkstar - ბრიტანული ჯგუფი, რომელიც  შედგება ორი წევრისგან - James Young და Aiden Whalley.  მათი კარიერა დაიწყო 2000 წელს - Dubstep მიმართულებით. გამოშვებული აქვთ 12 სინგლი KODE 9 და Hyperdub ლეიბლებზე. ჯგუფის ყველაზე დიდ წარმატებად ითვლება  ალბომი "North" , რომელიც დარელიზდა Hyperdub ლეიბლზე.
West Yorkshire გატარებულმა რამოდენიმე წელმა თავისი კვალი დატოვა მათ ახალ ალბომზე, News From Nowhere , რომელიც Warp Records - ზე დარელიზდა 2013 წელს. 
ჯერ კიდევ 2007 წელს James & Aiden უკვე ერთად მუშაობდნენ მუსიკაზე, ლონდონში.  ამავე წელსვე გამოდის მათი  საკუთარი მუსიკა  "Dead 2 Me" & "Break"  Darkstar -ის ბენდის სახელით, თავიანთ  ლეიბლზე ‘2010 Records’ - ზე. 


აღსანიშნავია მათი კოლაბორაცია ინგლისელ პროდუსერთან და მუსიკოსთან Zomby-სთან, მათ ერთობლივ ნაშრომებში უკვე იწერება რამოდენიმე რელიზი , "Lilyliver/Out of Touch" და "Memories (Remix) /Sayter“, MG77 ლეიბლზე. 
2009 წლამდე  Darkstar - ის მუსიკალური მიმართულება უკვე სხვა განხრით ვითარდება, ის უფრო სტაბილური, დახვეწილი და უნიკალური ხმებით გამოირჩევა, რასაც დიდი ყურადრება და გამოხმაურება მოჰყვა. 2009 წელს დარელიზებული EP  „Aidy's Girl Is A Computer“  - მა კრიტიკოსების მხრიდან დადებითი შეფასება მიიღო, EP არის dubstep-ისა და Synth-pop - ნაზავი, რომელიც დარელიზდა Hyperdub ლეიბლზე. The Guardian - ის მიერ ის დასახელდა „წლის ერთ ერთ საუკეთესო სინგლად“ , ხოლო Pitchfork Media-ამ  ტრეკი წლის ტოპ ასეულში შეიყვანა. ის Hyperdub ლეიბლის ხუთწლიანი კოლექციის შედევრად იქცა.
2010 წელს James Buttery - თან ერთად Darkstar უშვებს ახალ ალბომს „North album „ რომელიც დიდწილად განრიდებულია საცეკვაო მუსიკას და გადართულია  უფრო მელანქოლიურ ელექტრონულსა და ექსპერიმენტალურ ხმებზე. ალბომი Hyperdub -ზე დარელიზდა, 2010 წლის, 18 ოქტომბერს. ჟურნალმა Fact - მა ალბომი შეაფასა, როგორც  ‘ემოციურად ორიენტირებული ჩანაწერი’. 
North მართლაც შთამბეჭდავი დებიუტია და ერთ-ერთი ყველაზე უნიკალური ალბომი . ტელეკომპანია BBC განაცხადა, რომ ეს არის "უნიკალური  ჩანაწერი, რომელიც გამოირჩევა  dubstep ორიგინალური ხმებით, რომელიც უცნაური და ამავდროულად  ექსპერიმენტული და აუცილებელია ".


მათი მესამე სტუდიური ალბომი " Foam Island" გამოვიდა 25 სექტემბერს (დიდი ბრიტანეთი) და 2 ოქტომბერს (ROW) მეშვეობით Warp Records - ის ლეიბლზე.  ალბომის პრეზენტაცია გაკეთდა 'Pin Secure' ტრეკით .  ალბომის თემა  შთაგონებული იყო დიდ ბრიტანეთში არსებული სოციალური ცვლილებებით,  კერძოდ, ახალგაზრდა თაობის პროტესტი კონსერვატიული არჩევნებში მონაწილეობის მისაღებისათვის. 

 

უახლესი პოდკასტები:
Tweet