Subscribe

×

ENG | GEO

Ten Walls : ვაპატიოთ თუ არა ?

2016-03-29

 

ჩამოიყვანო არტისტი, რომელმაც ჰომოფობიური განცხადება გააკეთა, სარისკო ნაბიჯია. მითუმეტეს საქართველოში, სადაც კანის ფერის, რელიგიური მრწამსისა თუ სექსუალური ორიენტაციის მიუხედავად, ყველას ახასიათებს წინდაუხედავი განცხადებების გაკეთება და რადიკალური დასკვნების გამოტანა.

ისტორია ასეთია: გასულ წელს Marijus Adomaitis-მა სოციალური ქსელის მეშვეობით გაავრცელა განცხადება, სადაც ჰომოსექსუალიზმი პედოფლიასთან გააიგივა. პოსტის წაშლის და ბოდიშის მოხდის მიუხედავად, ის უმსხვილესი ფესტივალების მიღმა დარჩა. ოფიციალური საბოდიშო წერილის შემდეგ, წლის მეორე ნახევარში რეაბილიტაცია სცადა ახალი ტრეკით „Shining”, რომელშიც ლიტველი ტრანსგენდერი მომღერლის Alex Radford-ის ვოკალი გამოიყენა და ტრეკი ლიტვური ლგბტ ორგანიზაციის LGL-ის ვების მეშვეობით გაავრცელა.

 

  • უკვე დღეს Ten Walls მუსიკალურ სამყაროს უბრუნდება. მის ახალ რელიზს სახელიც თემატური აქვს: Equalized ითარგმნება როგორც გათანაბრებული, გათანასწორებული. მასშტაბური ტურნეს ანონსმა ორაზროვანი შეფასებები და უამრავი შეკითხვა გამოიწვია.

  • არის თუ არა Marijus ჰომოფობი?
  • ერთი მხრივ, მისი დღევანდელი ქმედებები ამტკიცებს, რომ არა, თუმცა გასულ წელს დადებული განცხადება საწინააღმდეგოს ფიქრის საშუალებას გვაძლევს
  • რატომ მოიხადა ბოდიში? ა) იმიტომ რომ გაანალიზა საკუთარი ქცევა. ბ) იმიტომ რომ კარიერის გარეშე დარჩა
  • ბოდიშის მოხდის მიუხევად, უნდა ვაპატიოთ თუ არა მუსიკოსს ჰომოფობიური გამოსვლა?
  • ინტერნეტში დადებული კომენტარების მიხედვით, ერთგვაროვანი შეფასება არ არსებობს: ბევრი იწერება, რომ ბოდიში ყალბია და არტისტი უბრალოდ იძულებულია ეს გააკეთოს, იმისთვის რომ შემოქმედებითად არ მოკვდეს, მეორე ნაწილი, პირიქით, ამბობს, რომ მეორე შანსს იმსახურებს ყველა. LGL-ის განცხადებაში, რომელიც shining-ის რელიზს მოჰყვა, წერია: „ჩვენი ორგანიზაციის მიზანი ბარიერებზე მეტად ხიდების შექმნაა. ჩვენ მხოლოდ მაშინ შევძლებთ გავხდეთ შიშებისა და ფობიებისგან თავისუფალი საზოგადოება, როდესაც ვიქნებით გახსნილები და ჩვენივე შეცდომებისგან ვისწავლით. LGL მიესალმება Ten Walls-ის ინიციატივას ახალი სიმღერა “Shining” ნაციონალური ლგბტ ორგანიზაციის ვებ პლატფორმით გაავრცელოს. ჩვენ გვჯერა, რომ ეს იქნება წინგადადგმული ნაბიჯი იმისთვის, რომ ლიტვურ საზოგადოებაში ღია და ინკლუზიური გარემო შეიქმნას“.

     

უნდა მივცეთ თუ არა Ten Walls-ს შანსი? თუ გვაქვს პრეტენზია ვუთხრათ #არა ზიზღს, მაშინ უნდა შეგვეძლოს პატიებაც, ეს იგივეა, როდეაც ციხიდან გამოსულ ადამიანებს არ ეძლევათ მეორე შანსი და საზოგადოება მათ დანაშაულს ცხოვრების ბოლომდე უხსენებს და კომუნიკაციასაც კი ერიდება.

ხოლო პასუხი კითხვას, არის თუ არა Ten Walls ჰომოფობი, მხოლოდ EQUALIZED-ის მოსმენის/ნახვის შემდეგ შევძლებთ - პოზიცია შეიძლება დამალო საუბრისას, მაგრამ როდესაც საქმე მუსიკას ეხება, არაგულწრფელობა არ გამოდის. 

იხილეთ Fact Magazine-ს სტატია : http://www.factmag.com/2015/12/02/ten-walls-shining-lgbt-new-song/

დაანონსდა Ten walls-ის  ტური, რომელიც საქართველოდან იწყება, იგი მსმენელის წინაშე წარსდგება 15 აპრილს Spring Set 2016-ზე.  ტური შეგიძლიათ ნახოთ ლინკზე : http://www.tenwallslive.com/

უახლესი პოდკასტები:
Tweet