Subscribe

×

ENG | GEO

Gregor Tresher @ Spring Set

2016-03-31

EDM (Electronic Dance Music) - სფეროში გრეგორ ტრეშერი ერთერთი უნიკალური არტისტია, რომელიც თავისი ჟღერადობით ამ ჟანრის საზღვრებს ცდება. რაარის მისი საიდუმლო? იგი მკაცრად აკეთებს ფოკუსს მელოდიაზე, ტემბრსა და გრძელვადიან მუსიკალურ ელემენტებზე, რომლებსაც ბევრი პროდიუსერი ხშირად ვერ აფასებს სათანადოდ. “ მელოდია ყოველთვის აძლევს არტისტს საშუალებას რაიმე ახალი შესძინოს მუსიკას” ამბობს გრეგორი.

 ტრეშერი თავისი კარიერა ადრეულ 90იანებში დაიწყო ფრანკფურტში,  როგორც პროდიუსერი ტრეშერი ცნობილი გახდა 2005 წელს  “Still and Neon” რელიზის, “Sven Väth's - Komm”-ის რემიქსის და "Full Range Madness”-ში კონტრიბუციის მეშვეობით. 2008-ში "A Thousand Nights" ყველაზე გაყიდვადი ტრეკი გახდა Beatport-ზე. მისი ცნობილი ალბომებია A Thousand Nights (2007), The Life Wire (2009) და  Lights From The Inside (2011). მიუხედავად იმისა რომ ტრეშერ-ს უამრავ ლეიბლთან ქონდა კავშირი მან 2009 წელს საკუთარი დაარსა სახელად “Break New Soil”. 

2012 გრეგორისთვის პროდუქტიული აღმოჩნდა. მან 4 სხვადასხვა ლეიბლზე გააკეთა რელიზი. ერთერთი იყო "For Many Days To Come" რომელიც Josh Wink's Ovum ლეიბლზე გამოვიდა. რაც შეეხება შემდეგ 3-ს ესენი იყო "Hex" რომელიც ზემოთ ხსენებულ ლეიბლზე გამოვიდა, "Papercuts" მელოდია რომელიც Drumcode's A-Sides კოლაბორაციის ერთერთი საუკეთესო მომენტი იყო და მეოთხე About A Good Place EP-ი, რომელიც 2012 წელს დარელიზდა Sven Vath-ის Cocoon imprint-ზე. თვითონ გრეგორი ამბობს რომ Sven Vath-ი ძალიან დაეხმარა მის კარიერას იმის შემდეგ რაც 2004-ში მისი მუსიკის დაკვრა დაიწყო. დღეს კი მისი ნახვა შეგიძლიათ ნებისმიერ ცნობილ ვენიუზე მთელი მსოფლიოს მაშტაბით.

Event on RA: https://www.residentadvisor.net/event.aspx?823353

უახლესი პოდკასტები:
Tweet