Subscribe

×

ENG | GEO

ბექა კუნდალინი / ინტერვიუ

2016-04-06

ბექა ჩოფლიანი, სასცენო სახელი ბექა კუნდალინი.


პროდიუსერი , დჯ. ელექტრონულ მუსიკაში,  პირველად 2014 წელს გამოჩნდა ტრეკით - “eloimi”.
მანამდე უკრავდა და მღეროდა ჯგუფ ‘შარქათაქში’ ალტერნატიულ მუსიკას,  სოციალური თემატიკით.
“eloimis” შემდეგ ბექას  ანგარიშზე თორმეტამდე ელექტრონული კომპოზიციაა,  თუმცა მათი
ეკლექტური ხასიათის  გამო ალბომის ან EP-ის ფორმა არ მიუცია.  
ბექა ძირითადად ორიენტირებულია ექსპერიმენტულ  ელექტრონულ  მუსიკაზე. 
  
ბექა არის Set Fest - ის ფავორიტი არტისტი და  ძირითადი პიარ კამპანია მის მუსიკაზეა აგებული.

ამჟამად ბექა მუშაობს მუსიკალურ პროექტზე,  რომლის შესახებაც ინტერვიუდან შეიტყობთ. 
 

ინტერვიუს ბექასთან: 

როგორ მოხვდი ელექტრონული მუსიკის სცენაზე? 

2013 წლიდან დაიწყო ჩემი დაინტერესება ელეტრონული მუსიკით. მანამდე ამ სფეროს საკმაოდ ბუნდოვნად ვიცნობდი. 2014 წლიდან უკვე დავიწყე მუსიკის კეთება. ამას მოჰყვა სხვადასხვა ბარებსა და კლუბებში დაკვრა, დავუკარი “მტკვარზე”, “summer set”-ზე. მთლიანობაში ამ ყველაფერს საკმაოდ პოზიტიური გამოხმაურება მოჰყვა მსმენელისგან.ბოლო წელია რაც დიჯეინგით დავინტერესდი და ამ ეტაპზე მთლიანად დიჯეი -სეტებზე ვარ კონცენტრირებული.  


როგორი იყო შენი პირველი ნაბიჯები და რას ნიშნავს შენი სასცენო  ფსევდონიმი ?

ფსევდონიმი “კუნდალინი” ეს შინაგანი ენერგიის სახელია, რომელიც ადამიანში მაღლა მოძრაობის შემეთხვევაში სულიერი ენერგიის (იგივე ჩაკრების) გამხსნელია. ჩემთვის ეს სახელი სულიერ ტრანსფორმაციასთან ასოცირდება.  

 

რა არის ყველაზე მნიშვნელოვანი მუსიკის შექმნაში ? 
  
მუსიკის წერის პროცესი ისეთივე ინტუიციურია როგორიც მაგალითად ლექსის. შენ მიყვები სიტყვებს და არა იდეებს. შესაბამისად სიტყვა საით წაგიყვანს რა ასოციაციებს გამოიწვევს და საბოლოოდ რა გამოვა, ამის წინასწარ ცოდნა შეუძლებელია.  ეს შენი სამყაროა სადაც შენ ხარ შემოქმედი და აკეთებ რაღაც ისეთს რაც შენსავე პიროვნებას  აღემატება. მე ვფიქრობ რომ ადამიანი არ არის მიკროსამყარო რომელიც თავის ქმედებებში უბრალოდ კოსმოსის მოძრაობებს იმეორებს. მე ვფიქრობ რომ ადამიანი არის არსება რომელსაც შეუძლია სრულიად ახალი რამ დაბადოს თავისი თავისგან. ეს პასუხისმგებლობაცაა და თავისუფლებაც ერთდროულად.  

როგორ დაახასიათებდი შენი მუსიკის ჟღერადობას? საიდან იღებ ინსპირაციას?

გამიჭირდება სიტყვებით ამის გადმოცემა. ჟღერადობა გრძნობით აღიქმება და გრძნობების “ენა” ის “ენაა” რომელიც გრძნობითვე უნდა იქნას გაგებული. ინსპირაციას ძირითადად ვიღებ ადამიანებთან ურთიერთობით. 


შენი მუსიკა სევდიანია, რას იტყვი ამაზე,  ასევე მუსიკაში ბევრი მუსიკალური ჟღერადობაა, როგორ ახერხებ სხვადასხვა ჟანრის და ჟღერადობის  ერთად შერწყმას? 
 
სიმართლე რომ ვთქვა ვცდილობ სევდა ნალკებად გავურიო მუსიკაში, მაგრამ როგორც ჩანს არ გამომდის.
ეს ალბად საერთო სოციალური ფონის ანარეკიცაა და პირადი ცხოვრებისაც. რაც შეეხება სხვადასხვა ჟღერადობების შერწყმას ეს უფრო მიდგომების საკითხია.მალე მბეზრდება ერთ ჟღერადობაში მუშაობა. ყოველ ჯერზე ვცდილობ განსხვავებულად მივუდგე მუსიკის კეთების პროცესს.
 
რამ მოახდინა ყველაზე დიდი ზეგავლენა თქვენს მუსიკაზე?

ეზოთერულმა ლიტერატურამ .


ქართულ სცენაზე რომელ რელიზებს დაასახელებდი, რომელმაც თქვენი მოწონება დაიმსახურა?  

Kozmana - Untitled#1     TeTe Noise - Jogger     Boyd Shidt - Morning Utopia    Rezo Glonti - Sun Of Tibati   Vazhmarr - BH     Jorjick - Parashuramji   TU JI - Spacetime Zesknel - Larger Air  SAMSØ – Dreamer   Vinda Folio – River  Gacha – Remember    Stimmhalt - Again

როგორია თქვენი სამომავლო გეგმები ? იქნება ეს წარმოდგენილი live შესრულებით თუ DJ Set ?
  
ამჟამად ვმუშაობ “შარქათქის” ალბომზე დავით გოგოლაძესთან ერთად. წელს იქნება ალბომის პრეზენტაცია. 
რაც შეეხება ელექტრონული მუსიკას  როგორც გითხარით მთლიანად დიჯეინგზე ვარ კონცენტრირებული და დიჯეი  სეტებით წარვდები მსმენელის წინაშე. 

 

უახლესი პოდკასტები:
Tweet