Subscribe

×

ENG | GEO

Spring Set 2016

2016-04-06

Spring Set 2016 და საერთაშორისო მედია თბილისში


15 აპრილს მთწმინდის პარკში, კლუბ Under Wheel - ში Set Fest-ის ერთდღიანი ფესტივალი Spring Set გაიმართება. 

ღონისძიების გასაშუქებლად თბილისს ყველაზე გავლენიანი მუსიკალური გამოცემების Resident Advisor-ის და Fact Magazine-ის ავტორები ეწვევიან. მათი ჩამოსვლის მთავარი მიზეზი Spring Set-ის ჰედლაინერი გახლავთ. 

Ten Walls - არტისტი, რომელიც გასულ წელს სოციალურ ქსელში გავრცელებული ჰომოფობიური განცხადების გამო დაბლოკეს. მუსიკოსმა ბოდიში მოიხადა და ახალი ალბომის გამოშვების შემდეგ ტურნეს სწორედ საქართველოდან იწყებს.  ალბომს Equalized ქვია, რაც ითარგმნება როგორც “განათაბრებული”. “არტისტი საკუთარი ინიციატივით გამოეხმაურა  Set Fest-ის კამპანიას #მნიშვნელობაარააქვს და გამოთქვა სურვილი სწორედ ჩვენგან დაეწყო ტურნე”,-ამბობს ფესტივალის პიარ მენეჯერი ნიკა დვალიძე. 

მასთან ერთად ფესტივალზე მოსული მელომანები ქართველ და უცხოელ არტისტებს მოუსმენენ. 

Gregor Tresher - პროდიუსერი გერმანიიდან, რომელმაც კარიერა ჯერ კიდევ 90-იანებში დაიწყო, თუმცა განსაკუთრებით პოპულარული 2008 წელს გახდა. 

Tummertott - განსაკუთრებით საინტერესო უნდა იყოს მელომანებისთვის, რადგან ექსპერიმენტული და გამორჩეულია, მის მუსიკაში ხშირად ცოცხალ ინსტრუმენტებსაც აღმოაჩენთ. 

Beqa Kundalini - ქართველი არტისტის ვიდეოს “ის ვინც” 75 000-ზე მეტი ნახვა აქვს youtube-ზე, მელოდიის გარდა განსაკუთრებით საყურადღებოა ქართული ტექსტი, რაც ქართულ ელექტრონული მუსიკის ნამუშევრებში იშვიათობაა.  

TU JI - ქართველი არტისტი, რომელიც საინტერესო ჟღერადობით გამოირჩევა, იგი  პუბლიკისათვის ცნობილია მისი პროექტით ოიმაქტა

 

Set Fest წელს 5 წლის იუბილეს აღნიშნავს. ფესტივალების სერიის მთავარი, ორდღიანი Tbilisi Summer Set 8-9 ივლისს გაიმართება და ორ პარალელურ რეჟიმში მომუშავე სცენას, ახალგაზრდა გამომგონებლების და ხელოვანების თანამედროვე ნამუშევრების გამოფენას და სხვადასხვა ვორკშოპებსა და ტრეინინგებს მოიცავს. 

Set Fest-მა 5 წლის მანძილზე უნიკალური არტისტების ჩამოყვანა მოახერხა და ქართულ კლუბურ სივრცეში მასშტაბური ღონისძიებებისა და ფესტივალების კულტურა პირველმა დაამკვიდრა. 


 

 

უახლესი პოდკასტები:
Tweet