Subscribe

×

ENG | GEO

Tµmmetott @ Spring Set 2016

2016-04-12

 

ჯონას პანიზა , სასცენო სახელით Tµmmetott - ით ცნობილი 22 წლის ნიჭიერი არტისტი, რომელიც Spring Set ის ერთ-ერთი მოწვეული არტისტი გახლავთ . 
ჯონასი დაიბადა გერმანიაში, ქალაქ მიუნიხში . სწორედ აქ დაიწყო მისი კარიერული ზრდა როგორც მუსიკოსის, უკვე 15 წლის ასაკში. 200 სახეობის ძველი ჰიპ ჰოპ ვინილების მოსმენის შემდგომ, მან გადაწყვიტა შეეძინა ჩამწერი მიქშერი , მიუხედავად იმისა,  რომ მიქსინგზე თუ ელექტრონულ მუსიკის შესახებ ჯერ არანაირი თეორიული ცოდნა არ ჰქონდა. თუმცაღა ერთი წლის შემდგომ,  ‘FUSION’ ფესტივალზე ელექტრონული მუსიკის მოსმენის შემდგომ ის მიხვდა, რომ ტექ-ჰაუზ და ჰაუზ მუსიკა მის მუსიკალურ გემოვნებაში ჯდებოდა.
დღესდღეობით ჯონასი WANNDA crew ერთ-ერთი წევრია , ეს არის ანსამბლი / ჯგუფი სამხრეთ გერმანიიდან, რომელიც მოძრავი ცირკის თემატიკით მოგზაურობს  და აორგანიზებს ელექტრონული მუსიკის პატარა ფესტივალებს გერმანიის პატარა ქალაქებში.  
ჯონასი დღეს ცხოვრობს და მოღვაწეობს ქალაქ ბერლინში, ის კომპიუტერულ მეცნიერებებს შეისწავლის . 
გთავაზობთ Tµmmetott უახლეს ჰაუზ სეტს და ინტერვიუს ჯონასთან: 

„ ჩემი მუსიკალური გემოვნება იცვლება ყოველ დღე. მაგრამ ძირითადად დიდ დროს ვატარებ  Slow House მუსიკასთან ერთად , თუმცაღა ნამუშევარი მაქვს სხვა სეტებზეც,  რომელიც უფრო ტექ ჰაუზთან ორიენტირდება . „

WT: ჯონას, რამ მოახდინა გვლენა თქვენს მუსიკალურ სტილზე ? 
Tµmmetott:  ჩემი მუსიკალური სტილი იცვლება ყოველ დღე . ბევრ სხვადასხვა ფაქტორებთანაა დაკავშირებული , მაგალითად თუ საწოლის რომელ მხარეს გავიღვიძებ დილით, ან ჩემი მეგობრების ხასიათზე ვისთან ერთადაც დროს ვატარებ, ან თუ რა ვჭამე წინა დღეს საუზმედ და ა.შ. 
WT: ბევრი ნამუშევარი გაქვს სეტებთან, რაც შეეხება შენს მუსიკას - რა სტადიაში იმყოფები ეხლა ? 
Tµmmetott: დიახ, მართალია, უმეტესი დრო სეტებზე ვმუშაობ. მაგრამ უკვე ვცდილობ ჩემს მუსიკაზე გადავიდე. ახალი წლიდან  პატარა სტუდია მოვიწყვე ჩემსავე ოთახში, სადაც გავდივარ ტრეინინგებს აბლეტონზე ყოველ დღე. მიუხედავად იმისა, რომ სასწავლი ძალიან ბევრი მაქვს, ძალიან მოტივირებული ვარ, რომ მთელი ჩემი ენერგია და  დრო ჩავდო მასში. უკვე დარელიზდა ჩემი პირველი ნამუშევარი Oscar B. -სთან ერთად, რომელშიც გამოყენებული გვაქვს ლიბანელი მევიოლინე  “Claude Chalhoub“ სემფლები . ტრეკი ძალიან საინტერესო გამოვიდა. 


WT: ბოლო დროს  რომელმა მუსიკალურმა მოვლენებმა მიიქცია შენი ყურადღება?
Tµmmetott: თუ სახელებს დავასახელბთ ავირჩევდი მხოლოდამხოლოდ სამ არტისტს:  Ninze, Dwig და Midas.
დაახლოებით ერთი წლის წინ Ninze-მ გამოუშვა თავისი ლაივ სეტი “Mind Journey” და ამის შემგომ მე პირადად გავხდი მისი დიდი ფანი . ჟანრი შეიძლება მივაკუთვნოთ “Slow House” ან “Down Pitched House” დაახლოებით 108 BPM - ით . მის მუსიკაში მკვეთრად იგრძნობა მელანქოლიური პიანინოს ნოტები, laid-back ბიტები, რომელიც იდეალურადაა ერთამნეთში შერწყმული . 
მთლიანი სეტი გიქმნით შთაბეჭდილებას თითქოსდა ყოველი ახალი და მომდევნო ტრეკი წინა მუსიკაში უკვე იყო და იქედან გამომდინარეა. Ninze უმეტესი ტრეკები ჯერ დარელიზებულიც კი არ არის, მაგრამ დამიჯერეთ ის საკმაოდ ნიჭიერი და პოპულარული გახდება უახლოეს მომავალში. 
პირველად , როდესაც ჩემმა მეგობარმა მომასმენინა ახალი რეკორდი  “Die Wiese im Garten” – ან როგორც Dwig - ძალიან შემშურდა მისი. ტრეკმა “Orange Evening”- მა ძალიან დიდი ზეგავლენა მოახდინა ჩემზე. ის არის და იქნება ჩემი ერთ-ერთი საყვარელი ტრეკი. ყველას ვურჩევ მოისმინოს მისი ახალი რეკორდი “From here to there”. 
Midas - ჩემი ყურადღება მიიპყრო არაჩვეულებრივ ფესტივალზე  Ritter Butzke - ზე, სადაც ლაივ სეტით გამოდიოდა. შესანიშნავი ტრეკით “Dance on the Tightrope” - ით მე მის ფანი გავხდი. მისი ყოველი მუსიკა ყვება ახალ ისტორიას. ყოველთვის შეგიძლია აღმოაჩინო  მუსიკაში ახალი ელემენტები და დეტალები, ვფიქრობ რომ ეს მისი ერთ-ერთი ნიჭია, რითაც ის იჭერს მუსიკის ნოტებს და რაღათქმაუნდა მისი გამოცდილებაც ფიგურირებს მის ცნობადობაში. ის ერთადერთი არტისტია, რომლის ტრეკებსაც მე ძალიან ხშირად ვიყენებ ჩემს სეტებში. 

წყარო: http://witness-this.com/sound/mix-of-the-month-april-t%C2%B5mmetott/

 

უახლესი პოდკასტები:
Tweet