Subscribe

×

ENG | GEO

Alex Niggemann @ Pre Summer Set

2016-05-25

Alex Niggemann დღესდღეობით ერთ-ერთი გამორჩეული სახელია თანამედროვე ელექტრონული მუსიკის სფეროში. მისი კარიერის დასაწყისი გერმანიის ერთ პატარა ქალაქ დიუსელდორფს უკავშირდება, სადაც ბავშვობის ძირითადი დრო გაატარა.

ადრეული ასაკიდანვე პიანინოს საფუძვლიანად შესწავლა და მისი ძმის ვინილების მდიდარი კოლექცია იყო პირველი სერიოზული კავშირი მუსიკასთან. განსაკუთრებული გამოცდილება მიიღო, როდესაც პირველად რამოდენიმე საათით მოუსმინა ლეგენდარულ იაპონელ დიჯეის Ken Ishi-ს, რამაც კიდევ უფრო გაუმძაფრა სურვილი რომ მომდენვო წლები მთლიანად ამ საქმისათვის დაეკავშირებინა. Derrick May, Laurent Garnier, Kevin Saunderson ეს იმ არტისტების არასრული ჩამონათვალია, რომლებაც მნიშვნელოვანი ზეგავლენა მოახდინა ალექსის შემდგომი წლების მუსიკალურ სტილზე და კონცეფციაზე.

თინეიჯერულ ასაკშივე ბერლინში საცხოვრებლად გადასვლამ, მის ამბიციებს კიდევ უფრო მეტი შესაძლებლობები შემატა. 2007 წელს ხმის ინჟინერიის პროფესიონალ დონეზე შესწავლამ, მას მისცა საშუალება საკუთარი პროდუქციის შექმნაზეც დაეწყო ზრუნვა.

სადებიუტო სინგლი ‘’Assign Me’ გერმანულ ლეიბლ ‘Sportclub’-ზე გამოუშვა. ეტაპობრივად ასევე თანამშრომლობდა ადგილობრივ ლეიბლებთან რამოდენიმე single/ep-ის სახით.

2012 წელს ‘ Poker Plat’-ზე დარელიზებული პირველი და ჯერჯერობით უკანასკნელი ალბომი „Paranoid Funk” ხაზს უსვამდა იმ ფაქტს, რომ ალექსი სერიოზულ ნაბიჯებს დგავდა პროდიუსერული კუთხით. მის იმდროინდელ პროდუქციაში მკაფიოდ იგრძნობოდა ჰაუსის გავლენა, ნაკლებად აგრესიული და მელოდიური ელემენტებით.

2014 წელს იმავე Poker Flat-ზე გამოსულმა EP-მა 'Materium' გარდამტეხი როლი ითამაშა მის კარიერაში. Ep-ში შემავალი ამავე სახელწოდების ტრეკი, რეგულარულად ხვდებოდა სხვადასხვა ჩარტების წამყვან პოზიციებზე. Residentadvisor-ის 2014 წლის Top 100 საუკეთესო ტრეკს შორის დაკავებული მე-10 პოზიციამ, ალექს საშუალება მისცა უფრო მრავალრიცხოვან აუდიტორიაზე გასულიყო. ამას მოჰყვა მისსავე დაარსებულ ლეიბლზე სახელწოდებით „Aeon” რამოდენიმე წარმატებული რელიზი, რომლებიც რეგულარულად ხვდებოდნენ ისეთი არტისტების სელექციაში როგორბიც არიან: Tale Of Us, Mind Against, Sasha, Mano Le Tough.

 

მის ბოლოდროინდელ რელიზებში ტექნოს გავლენა კიდე უფრო იზრდებოდა, სადაც აქცენტი მძიმე აგრესიულ ბითზე კეთდებოდა მელოდიური და ატმოსფერული ჟღერადობების თანხლებით. უკანასკნელი EP ‘Angular’ ამის ნათელი მაგალითია, რომელიც Stephan Bodzin-ის 2016 წლის BBC Radio-1 Essential Mix-ის სელექციაშიც მოხვდა.

როგორც თავად ინტერვიუებში აღნიშნავს ყოველი ნამუშევარზე მისი შინაგანი განწყობა და ხასიათი განსაკუთრებულ როლს თამაშობს :

‘’ I think it comes from that dark mood I was in when I produced these tunes. They were actually not in my happiest days, but I like to be inspired by all kinds of different moods. I like to go into the studio whether I’m sad – as it makes me think about something else – or when I’m extremely happy.’’

ბოლო წლებია Alex Niggemann არაერთი გამორჩეული ვენიუს და ფესტივალის გამორჩეული სტუმარია. გმონაკლისი არც 3 ივნისს გასამართი Pre Summer Set იქნება.

უახლესი პოდკასტები:
Tweet