Subscribe

×

ENG | GEO

Agents Of Time @ Tbilisi Summer Set

2016-05-27

იტალიელი ტრიოს Andrea Di Ceglie, Fedele Ladisa და Luigi Tutolo –ს პროექტი ფსევდონიმით – AGENTS OF TIME, 2013 წელს გამოჩნდა მუსიკალურ სამყაროში და მათთვის დამახასიათებელი მისტიურობით, რომელიც მათ მუსიკაში და ვიზუალში მკაფიოდ გამოიხატებოდა მალევე მოექცა ყურადღების ცენტრში.

ძირითადი აქცენტი თავიდანვე ლაივ პერფორმანსზე გაკეთდა. განსხვავებული იმიჯის და ღრმა ატმოსფერული ტექნო ჟღერადობების იდეალური ნაზავი იყო მათი პოპულარობის ერთ–ერთ მთავარი ფაქტორი.

ერთ პატარა ოთახში დაბადებული იდეა, საკმარისი აღმოჩნდა სამი სხვადასხვა გონებისთვის, რომ მათ მუსიკალური ბექგრაუნდი ერთ კონცეფციაში გაეერთიანებინათ.


პირველი სტუდიური ალბომი სახელწოდებით ’’Spread the world” 2014  წლის მაისში გამოიცა ბრიტანულ ლეიბლზე ’’Stem Records”. სადებიუტო რელიზი თავისი ხარისხით და ჟღერადობით იყო პასუხი იმაზე რომ, მათ მუსიკალურ იდეოლოგიას სერიოზული განვითარება ელოდა წინ. ამავე წელს ტრიომ ითანამშრომლა Jennifer Cardini-ს მიერ დაარსებულ ლეიბლთან ‘’Correspondant’’.  ЕP-მა სახელწოდებით ‘’Polina” კიდევ უფრო მეტი ხიბლი შესძინა მათ ლაივ პროგრამას.

ის ფაქტი რომ ‘’Agents of time’’-ის პროდუქცია რეგულარულად ხვდებოდა სხვადასხვა ჩარტებსა თუ წამყვანი არტისტების თვალთახედვის არეში, ხაზს უსვამდა იმას, რომ მათ მიმართ ინტერესი დღითიდღე მატულობდა.

განსაკუთრებული გამოწვევა მათ მუსიკალურ კარიერაში იყო ლაივის მთლიანად ანალოგ სისტემაზე მორგება, რომელიც ძალიან დიდ შრომას და გამოცდილებას ემყარებოდა.აღნიშნულ ფაქტს რა თქმა უნდა უკვალოდ არ ჩაუვლია და “Agents of  Time” სრულიად დამსახურებულად Residentadvisor-ის 2015 წლის 40 საუკეთესო ლაივის სიაში 23–ე პოზიციაზე მოხვდა.

2015 წლიდან მოყოლებული დროის აგენტებმა განსაკუთრებულად დაიწყეს მუსიკალურ სივრცეში მოგზაურობა და არაერთი ტოპ ფესტივალისა თუ ვენიუს ხშირი სტუმრები გახდნენ. ხშირად პერფორმირებდნენ ისეთი არტისტების გვერდით როგორებიც არიან – Tale Of Us, Mind against.. რაც თავისთავად ადასტურებდა იმას რომ, ტრიო თანამედროვე იტალიური ტექნო დეკადის ერთ–ერთი გამორჩეული წამორმადგენელი იყო.

უკანასკნელმა EP-მა “MAGMA” რომელიც რამოდენიმე თვის წინ Maceo Plex-ის მიერ დაარსებულ ლეიბლ ‘’Ellum”-ზე დარელიზდა,განსაკუთრებულად სოლიდური გახადა მათი დისკოგრაფია.

‘’ყოველი შოუ ჩვენთვის ძალიან განსაკუთრებულია და ყოველთვის ვცდილობთ 100% დავიხარჯოთ.მაქსიმალურ კონცენტრაციას ვახდენთ თითოეულ ჟღერადობაზე და მსმენელისგაგან წამოსული ყველა ოვაცია დაუვიწყარ ემოციებს იწვევს ჩვენში. გვიყვარს დიდი სცენები, ლამაზი სცენოგრაფია, განათება, ხარისხიანი საუნდ სისტემა და ყველაფერი ის რაც შეიძლება შეიძინო თითოეულ ფესიტვალზე“ – AGENTS OF TIME

8 ივლის TBILISI SUMMER SET-ის ფარგლებში, ჰედლაინერის სტატუსით AGENTS OF TIME მთავარ სცენაზე საათ ნახევრიან ლაივს დაუკრავს  ფესტივალზე მოსული მსმენელისთვის.

უახლესი პოდკასტები:
Tweet