Subscribe

×

ENG | GEO

Christian Löffler @ Pre Summer Set

2016-05-30

Christian Löffler წარმოშობით გერმანელი პროდიუსერია, რომელმაც აქტიური მუსიკალური ცხოვრება 14 წლიდან დაიწყო. ადრეულ თინეიჯერულ ასაკშივე წლების მანძილზე სხვადასხვა მუსიკალური მიმდინარეობების მოსმენით მიღებულმა გამოცდილებამ, საშუალება მისცა ყველანაირი ჟღერადობა, რომელიც მის შინაგან სამყაროს პასუხობდა ერთ სივრცეში მოექცია და ყველასგან განსხვავებული სპეციფიური სტილი ჩამოეყალიბებინა.

მისი მუსიკაში განსაკუთრებით გამორჩეული ემოციური მხარეა,სადაც ძირითადი აქცენტი ღრმა ატმოსფერულ და მელანქოლიურ დეტალებზე კეთდება.

 “All my music is connected by a gloomy spirit, which is minted by a warm sincerity. I try to merge all kinds of different acoustic colors to obtain this feeling in my music" Christian Löffler

 

 

როგორც თავად ინტერვიუებში აღნიშნავს, როდესაც მუსიკის შექმნა დაიწყო, მას არანაირი მუსიკალური განათლება არ გააჩნდა, არ იცოდა მუსიკალური ინსტრუმენტების გამოყენება. ერთადერთი რაც საშუალებას აძლევდა დღემდე მუსიკის მეშვეობით გამოეხატა საკუთარი თავი, არის კომპიუტერული ტექნიკა. 

,,მე არასდროს მიყვარდა სტუდიაში ჩაკეტვა, როგორც გამოქვაბულში და ხანრგრძლივად მუშაობა იქ მზის გარეშე. ჩემი მთავარი მიზანია ყველანაირი იდეა, რომელიც იბადება იყოს მოქნილი და სწრაფად შესრულებადი, ამიტომაც ყოველთვის მაქვს ჩემი ფავორიტი პლაგინები ლეპტოპში და ვქმნი მუსიკას ნებისმიერ დროს, სადაც არ უნდა ვიყო. ზაფხულის პერიოდში ასეთი ტიპის სესიები არის ძალიან პროდუქტიული. ასევე ტურის დროს თან დამაქვს ტექნიკური აღჭურვილობა ,,Korg Polysix, Elektron Machinedrum and a Clavia Nordlead 2x,, რომელიც უფრო მრავალმხრივ შესაძლებლობებს მაძლევს. თუმცა დღემდე ჩემს ფავორიტ ინსტრუმენტად Pocket Kalimba რჩება.

 

 

Christian Löffler ის დისკოგრაფია 2009 წლიდან იწყება, რომელიც რამოდენიმე single/EP ისგან და ერთი სტუდიური ალბომისგან შედგება. პირველი წარმატებული EP ,Heights,  2009 წელს გერმანულ ლეიბლ Ki Records ზე გამოიცა. ამას მოჰყვა გარკვეული პერიოდი სადებიუტო ალბომზე მუშაობა, რომელიც საბოლოოდ ამავე ლეიბლზე 2012 წელს დარელიზდა. ალბომის სახელწოდება იყო ,A FOREST, ასეთი სახელი შემთხვევითი არ იყო, რადგან მის მუსიკაში აქტიურად შეინიშნება პარალელები ბუნებასთან. თავადაც ხშირად აღნიშნავს რომ ძირითადი ინსპირაცია სწორედ აქედან მოდის.

 

 

2015 წელს წარმატებულად ითანამშრომლა იტალიურ ლეიბლ, Just this, თან Ep ის სახით, Lost, რომელმაც კიდევ უფრო მეტი პოპულარობა მოუტანა. 2015 წელი ზოგადად კრისტიანისთვის განსაკუთრებით ნაყოფიერი გამოდგა რადგან ძალიან ცნობილ ბრიტანულ ლეიბლ 20.20 Vision ზე გამოუშვა კიდევ ერთი EP ,York, . ამ რელიზს შემდეგ მოჰყვა მაშტაბური ევროპული ტურნე. რაც შეეხება 2016 წელს კრისტიანმა გარკვეული ცვლილებები შეიტანა საკუთარ ლაივში და აქტიურად დაიწყო თანამშრომლობა ჰამბურგელ მომღერალთან და პიანისტთან ,Mohna, სთან

3 ივლისს გასამართ Pre summer set ზე ჩვენც გვექნება საშუალება ვიხილოთ მათი დუეტის და განახლებული ლაივის შედეგი.

 

უახლესი პოდკასტები:
Tweet