Subscribe

×

ENG | GEO

Guti @ Tbilisi Summer Set

2016-06-14

წარმოშობით არგენტინელი მუსიკოსი Guti, დღესდღეობით ერთ–ერთი ყველაზე გამორჩეული და დასაფაასებელი ელექტრონული მუსიკის არტისტია, როგორც ლათინო ამერიკაში ასევე მთლიანად ევროპაში.

მისი საკმაოდ საინტერესო მუსიკალური ცხოვრება ორ ეტაპად იყოფა. 12 წლიდან პიანინოს პროფესიონალურ დონეზე შესწავლამ, საშუალება მისცა დაეწყო პიანისტის კარიერა იმ დროისთვის საკმაოდ ცნობილ არგენტინულ როკ ჯგუფში ‘’ Jóvenes Pordioseros“. თუმცა ‘’Rockstar’’ -ის იმიჯი მისთვის საკმარისი არ აღმოჩდა.

2007 წლიდან ჰაუსის და ტექნოს კეთებას აქტიურად შეუდგა, რამაც მისი კარიერა სრულიად ახალ მუსიკალურ პლატფორმაზე აიყვანა. ასეთი ტიპის მუსიკალურმა გამოცდილებამ განსაკუთრებული გავლენა იქონია მის შემდგომი წლების პროდუქციაზე, რომელშიც დღემდე აქტიურად იგრძნობა ჯაზის და როკის გავლენა.


2008 წელს Guti აქტიურ თანამშრომლობას იწყებს იმ დროისთვის საკმაოდ ცნობილ გერმანელ პროდიუსერთან Loco Dice-სთან, როდესაც Loco-მ მოუსმინა გუტის რამოდენიმე ტრეკს დაუყონებლივ შესთავაზა გერმანიაში გადასვლა და მისი ლეიბლის Desolat-ის სახელით სხვადასხვა კლუბებში და ფესტივალებზე მონაწილეობის მიღება. რა თმა უნდა Guti დაუფიქრებლად დათანხმდა ასეთ შემოთავაზებას,რამაც მის პოტენციალს და ნიჭს კიდევ უფრო მეტი ენერგია შემატა. ბერლინში გადასვლის შემდეგ იგი ძალიან დაუახლოვდება Set Troxler-ს და Ryan Crosson-ს.

კვირიდან კვირამდე Guti ფეხს უწყობს ბერლინულ მუსიკალურ ცხოვრებას და ვითარდება როგორც მუსიკოსი. ამას მოყვება პირველი ევროპული რელიზები: 2009 წელს Desolate-ზე გამოდის მისი პირველი ep “ Las Cosas Que No Se Tocan’’.  

2010 წელს იწყებს კოლაბორაციას სხვადასხვა არტისტებთან: Guti  & Dubshape - Every Cow Has A Bird (Crosstown Rebels),  Shaun Reeves & Guti  - Hold Me Tight (Wolf + Lamb Music),  Ryan Crosson & Guti  - You've Got Me EP (supplement facts).

2011 წელს პირველი სტუდიური ალბომის დროც დგება სახელწოდებთ Patio De Juegos, რომელიც Desolate-ზე გამოციემა. ალბომი იდეალურად გამოხატავს Gutis მუსიკალურ ფილოსოფიას და საკმაოდ კარგ რეცენზიებსაც იმსახურებს. ასეთი დონის წარმატებულ რელიზებს რა თქმა უნდა უკვალოდ არ ჩაუვლია და მას როგორც მხოლოდ Desolate-ის რიგით არტისტს აღარ უყურებენ.

ამ დროისთვის გუტი Düsseldorf –ში გადადის საცხოვრებლად და იქ აგრძელებს მოღვაწეობას. პირველი ალბომის განსაკუთრებული წარმატების შემდეგ guti  სოლიდურ არტისტად ყალიბდება და მისი მუსიკა აქტიურად გამოიცება ისეთ ლეიბლებზე როგორებიცაა: Cadenza, Defected, Saved records..

2013 წელს  ლეგენდარულ ბრიტანულ ლეიბლ Defected Records-ზე გამოულმა EP სახელწოდებით ‘Hope’, ყველას კიდევ ერთხელ შეახსენა რომ  თავისი ჟღერადობით და მუსიკალური წარსულით ერთ–ერთი გამორჩეული არტისტი იყო ევროპაში. ამავე 2013  წელს Guti-მ გადაწყვიტა შეეცვალა მუსიკალური გარემო და ბარსელონაში გადაბარგდა საცხოვრებლად. სადაც მან მოიწყო თავისი საოცნებო სტუდია. მეორე ალბომზე მუშაობა საკმაოდ სწრაფად 2014 წელს დასრულდა, რომელიც გადაწყვიტა არა Desolate-ზე არამედ საკუთარ ლეიბლზე გამოსულიყო. ასეთი გადაწყვეტილება კიდევ ერთხელ უსვამდა ხაზს რომ Guti ძალიან თვითმყოფადი და ამბიციური მუსიკოსი იყო. 

მეორე ალბომი სახელწოდებით Rompecorazones ამავე სახელწოდებილ ლეიბლზე 2014 წელს გამოიცა. ალბომი ერთგვარად წარმოადგებდა ძველი და ახალი გუტის კოლაბორაციას და ადრინდელ ფესვებთან დაბრუნებას, რადგან მაში აქტიურად იყო გამოყენებული ჯაზის ელემენტები.

2014–2015 წლებში Guti-ს ლაივი ზედიზედ ორჯერ მოხვდა Residentadvisor Top Live act-ების ათეულში, რაც თავისთავად განსაკუთრებულ აღიარებას და კიდევ ერთ ახალ ფურცელს წარმოადგენდა მის მუსიკალურ კარიერაში.

 *** https://www.residentadvisor.net/features/2572

არგენტინელი როკსტარი Tbilisi summer set–ს ჰედლაინერის სტატუსით ფესტივალის პირველ დღეს 8 ივლისს ეწვევა და Onlylove Stage-ზე საათნახევრიან ლაივს დაუკრავს.

უახლესი პოდკასტები:
Tweet