Subscribe

×

ENG | GEO

Ishome @ Tbilisi Summer Set

2016-06-27

Ishome იგივე Mirabella Kiryanova წარმოშობით კრასნოდარელი ელექტრონული მუსიკის პროდიუსერია, რომლის შემოქმედებაც ქართველი მსმენელისთვის საკმაოდ ნაცნობია, რადგან გასულ წელს უკვე იყო Tbilisi Winter Set-ის მოწვეული არტისტი.

მისი პირველი შეხება ელექტრონულ მუსიკასთან 2005 წელს დაწყო, როდესაც თავად შეისწავლა ერთ-ერთი სინთეზატორის გამოყენება.

2008-2009 წლებში დაიწყო აქტიური თანამშრომლობა უკრაინულ ლეიბლ Index Music-თან, სადაც რამოდენიმე რელიზი გამოუშვა, როგორც დამწყებმა პროდიუსერმა.

2010 წელს Spectral audio scool-ში საუნდ ინჟინერიის და ლაივ პერფორმანსის ტექნიკის პროფესიონალურ დონეზე შესწავლამ მის მუსიკალურ ხედვას კიდევ უფრო მეტი შესაძლებლობები მისცა.

მის დისკოგრაფიაში რამოდენიმე single/ep -თან ერთად ერთ-ერთი გამორჩეული და ჯერჯერობით ერთადერთი სტუდიური ალბომია სახელწოდებით ''Confession'', რომელიც რუსულ ლეიბლ Fuselab-ზე გამოიცა 2013 წელს.

ალბომის სახელწოდება შემთხვევითი არ იყო რადგან, ამ ნამუშევარმა Ishome-ს მუსიკალური კარიერა ახალ პლატფორმაზე აიყვანა და განსაკუთრებული აღიარება მოუტანა. 9 თრექისგან შემდგარი ალბომი ნათლად გამოხატავდა Mirabella-ს მუსიკალურ კონცეფციას რადგან, მინიმალის, ჰაუსის, ემბიენთის და მელანქოლიური ვოკალების იდეალურ სინთეზს წარმოადგენდა. შემდეგი რელიზი სინგლის სახით სახელწოდებით " Ken Tavr" ასევე რუსულ ლეიბლ Festival Lounge Records-ზე 2014 წელს გამოიცა,რომელიც მსმენელთა რიგებში ishome-ს ნამუშევრებიდან განსაკუთრებით სმენადი იყო.

 

გამონაკლისი არც Tbilisi Summer Set Fest ▌▒ 2016-ის მსმენელია, რომელიც მომხიბვლელი რუსი პროდიუსერის ემოიცურ ლაივს მეორეჯერ მოისმენს.

9 ივლისს ფესტივალის მეორე დღეს #Onlylove სთეიჯზე ishome საათნახევრის განმავლობაში ლაივს შოუს დაუკრავს.

 

უახლესი პოდკასტები:
Tweet