Subscribe

×

ENG | GEO

Kollektiv Turmstrasse @ Tbilisi Summer Set

2016-07-01

სიმბოლურია რომ, SET FEST -ის მე-5 საიუბილეო წლისთავისადმი მიძღვნილ უკანასკნელ Tbilisi Summer Set ფესტივალს, გერმანული დუო “Kollectiv Turmstrasse” (Christian Hilscher and Nico Plagemann) დიდი ხნის ლოდინის შემდეგ, ჰედლაინერის სტატუსით ეწვევა. მსნენელის მხრიდან განსაკუთრებული ინტერესის მთავარი მიზეზი მათი მრავალწლიანი წარმატებული კარიერაა, რომელშიც არაერთ გამორჩეულ რელიზს შევხვდებით. ასევე ლაივ პროგრამა რომელიც გასულ წელს Resident Advisor - ის ტოპ 40 საუკეთესო ლაივის სიაში დამსახურებულად მოხვდა.

დუეტის პოპულარობაზე მნიშვნელოვანი გავლენა ცნობილმა გერმანულმა ლეიბლმა Diynamic და მათმა შოუქეისებმა იქონია, სადაც  Kollectiv Turmstrasse -ს გამორჩეული ადგილი უკავია.

“ჩვენ დაახლოებით 10 წლიანი საქმიანი და ახლო მეგობრული ურთიერთობა გვაკავშირებს” – SOLOMUN (Diynamic ლეიბლის დამფუძნებელი kollectiv-ის შესახებ ერთ-ერთ ინტერვიუში).
ასევე დუეტიც ხშირად აღნიშნავს რომ სწორედ გერმანულ ლეიბლთან თანამშრომლობამ ხელი შეუწყო და პოზიტიურად იმოქმედა მათი კარიერის კანვითარებაზე, რომელთანაც არაერთი წარმატებული რელიზი აკავშირებბს მათ.

პირველი Abenteuer Alltag EP  დუეტმა 2007 წელს გამოქვეყნა Diynamic-ზე.  იმ დროისთვის ისინი პარალელურად  კიდევ ერთ ცნობილ გერმანულ ლეიბლ Conaisseur Recordings-თანაც თანამშრომლობდნენ სადაც ასევე 2007 წელს “Tristesse” EP გამოიცა, რომელიც დუეტის დისკოგრაფიაში ერთ-ერთი გამორჩეულია. ამას მოჰყვა კიდევ ერთი რელიზი Diynamic-ზე “Like the first day” EP, რომელმაც დღის სინათლე 2009 წელს იხილა.

წლიდან წლამდე შეიძლება ითქვას ლეიბლი Kollectiv Turmstrasse -სთვის მთავარ პროვაიდერად იქცა ელექტრონული მუსიკის პლატფორმაზე. რისი დასტურიც 2015 წელს გამოქვეყნებული კიდევ ერთი “Sry I’m late” EP-ია რომელმაც გამოსვლისთანავე Beatport-ის და Residentadvisor-ის ჩარტებში წამყვანი პოზიციები დაიკავა.

რაც შეეხება ალბომებს,პირველი სტუდიური ალბომი “Verrückte Welt” , Kollectiv Turmstrasse-მ 2006 წელს ლეიბლ “No Respons”-ზე გამოაქვეყნა. მეორე ალბომი ლაივ პრომო მიქსის სახით 2009 წელს “Ostwind Records”-ზე გამოიცა.

მესამე და ჯერჯერობით უკანასკნელ ალბომზე მუშაობა ძალიან მცირე დროში დასრულდა რომელიც ერთი წლის შემდეგ მსმენელმა Conaisseur Recordings-ზე იხილა სახელწოდებით “Rebellion der traumer”.

დუეტის პირველი შეხვედრა 1998 წელს ერთ-ერთ ღონისძებაზე მოხდა. იმ დროისთვის nico ლაივს უკრავდა, Christian-ი კი  დიჯეინგით იყო დაკავებული. მათ სწრაფადვე მოახერხეს საკუთარი მუსიკალური ხედვების გაერთიანება. ერთობლივი მუსიკის შექმნა აქტიურად 2000 წელს დაიწყეს ერთ პატარა სახლში რომელიც Turmstrasse-ს ქუჩაზე მდებარეობდა. სწორედ აქედან შეიქმნა სიმბოლურად “Kollectiv Turmstrasse”.

“ ჩვენი ლაივის შემადგენელი ნაწილი ყოველთვის არის ორი მაკბუქი და აბლეტონ ლაივი, რომელიც განუსაზღვრელ შესაზლებლობებს გვანიჭებს იმპროვიზაციისათვის. ყოველი მოქმედება კონტოლდება ერთი ipad-ით რომელიც საშუალებას გვაძლევს ვიმოქმედოთ სწრაფად და ნაყოფიერად. მუსიკას პირველ რიგში ვქმნით ჩვენთვის და ამ პროცესში არ ვფიქრობთ ეს განსაზღვრულია სახლში მოსასმენად თუ კლუბში,ის ორივეს იდალურად ერგება. ელექტრონული მუსიკა არის ხელოვნება და არა მეცნიერება” – Kollectiv Turmstrasse.

დუეტი უკანასკნელ Summer Set ფესტივალის პირველ დღეს 8 ივლის #musicunites სცენაზე 1 საათის და 30 წუთის განმავლობაში ლაივს დაუკრავს, რომელმაც შეუძებელია ემოციების გარეშე ჩაიაროს..


 

უახლესი პოდკასტები:
Tweet