Subscribe

×

ENG | GEO

2014-03-20

ჩვენ ვართ ენთუზიასტთა  ჯგუფი, რომლებმაც ივენთების მოწყობა და ორგანიზება ჯერ კიდევ 2007 წელს დაიწყო. სწორედ ამ პერიოდს უკავშირდება კლუბNight Office”-თან თანამშრომლობით შემდგარი ორი გახმაურებული საღამო .დიახ, ეს იყო John Acquaviva და Oliver Huntemann n’  Xsenia Belyaeva- სტუმრობა თბილისში. ამ არტისტების ხილვაზე დღესაც ბევრი ვენიუ ოცნებობს, მაგრამ 2007 წელს ელექტრონული მუსიკის ნამდვილი გენიოსი John Acquaviva რომ სწორედაც თბილისს ესტუმრა, ეს ჩვენთვის პირველი დიდი და წარმატებული ნაბიჯი იყო. მოგვიანებით, 2008 წელს შეიქმნაMusic Hall“ ბათუმში, რომელიც მთელი ზაფხულის მანძილზე წარმატებით  მასპინძლობდა  როგორც ქართველ, ასევე უცხოელ მსმენელს. „Music Hall“- მა  2011 წლის ჩათვლით გასტანა და ამ პროექტის ფარგლებში    საქართველოში ჩამოვიდნენ  თანამედროვე ელექტრონული მუსიკის სამყაროს ისეთი  სახეები , როგორებიც არიან: Format B, , SCsi9, Troy Pierce, Dapayk, Aril Brikha, Carlos Fauvrelle, Nomaton aka Unai, Parov Stellar, Djuma Sounsyetem, Global Deejays, Jazzanova, Noze, Andre Crom, Louie Austen, Salome De Bahia და სხვები.


2011 წლიდან კი, Freedom Music -თან პარტნიორობით საშუალება მოგვეცა მოგვეწყო რამდენიმე გახმაურებული ივენთი შემდეგი არტისტების მონაწილეობით: Tiefschwarz and Alex Niggemann, Marc Houle and Heartthrob, Cassius, The Maneken I am table Show, Gesaffelstein  and Brodinski და ბევრი სხვა.

2012 წლიდან  დავიწყეთ ამიერკავკასიის ყველაზე მასშტაბური ელექტრონული მუსიკის ფესტივალი „Batumi Summer Set”, რომელმაც საკმაოდ შთამბეჭდავი ჰედლაინერებით უმასპინძლა ათასობით მსმენელს. პირველი სამერ სეტის სტუმრები იყვნენ James Zabiela, Silicone Soul, James teej და ასევ ცნობილი ლეიბლის M_nus-ის წარმომადგენლები Hobo, Barem, Matador.

 ამ ფესტივალის ტრადიცია 2013 წელსაც გავაგრძელეთ და ეს Line Up-ზეც ავსახეთ: Faithless, Max Cooper, Betoko, Giraffage, Dominik Eulberg, Sleep Party People, Laid Back, Phon.o, Synkro. ამავე წელს საფუძველი ჩაეყარა ჩვენი მთავარი ყოველწლიური ფესტივალის მხარდამჭერ სეზონურ ივენთებს, როგორიც იყო Fall Set, სადაც ვუმასპინძლეთ Modeselektor- , Winter Set მაქს კუპერის ლაივთან ერთად, მომავალი Spring Set, რომლის სტუმარიც იქნება ნამდვილი მუსიკალური საოცრება, Jon Hopkins.

ვაპირებთ, რომ ეს ტრადიცია ასეთივე წარმატებით გავაგრძელოთ და წელიწადის ნებისმიერ დროს ვაჩუქოთ ქართველ მსმენელს საღამოები ხარისხიანი არტისტებით, რომელიც გარკვეული რეპეტიციაა წლის მთავარი ელექტრონული ღონისძიებისთვის, რომელსაც Summer Set ეწოდებაჩვენ ერთნაირი წარმატებით ვთანამშრომლობთ სხვადასხვა მუსიკალური ლეიბლების არტისტებთან, რაც საშუალებას გვაძლევს მსმენელს მუდმივად განახლებადი და მრავალფეროვანი მუსიკა შევთავაზოთ. ჩვენი მიზანი არაა რომელიმე ჟანრის ან სტილის კონცეფცია დავნერგოთ საქართველოში, ჩვენი სურვილია, რომ თითოეულმა მსმენელმა შეძლოს ის, რომ თავისი საყვარელი არტისტის ცოცხლად მოსმენით ისიამოვნოს, გვსურს საქართველოში შეძლებისდაგვარად განვავითაროთ საფესტივალო თუ კლუბური ცხოვრების კულტურა და უბრალოდ ადამიანებს მივცეთ საშუალება დასვენების ხარისხიანი ფორმებით ისარგებლონ

უახლესი პოდკასტები:
Tweet